Thursday, July 4, 2019

კვლევა

ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლების პრობლემა და გაუმჯობესების გზები




ავტორები:
ნანა ჩიტორელიძე
რუსუდან ბუბულაშვილი
სსიპ ქალაქ ზესტაფონის რევაზ მუმლაძის სახელობის N 7 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები
2018 წელი



სარჩევი:
თავი I- საკვლევი საკითხის მიმოხილვა, კვლევის მიზნები და ამოცანები და ფუნქციების განაწილება
1.1.     მოკლე ინფორმაცია კვლევის სამიზნე ჯგუფების შესახებ;  1.2.         პრობლემა და საკვლევი საკითხი;
1.3.         პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები;
1.4.         კვლევის მიზანი;
 1.5.         კვლევის ამოცანები;
1.6.           ფუნქციების განაწილება.
თავი II - პრაქტიკული კვლევის არსი
თავი III - ლიტერატურის მიმოხილვა
თავი IV - კვლევის დიზაინი
4.1. კვლევის სამიზნე ჯგუფი;
4.2. კვლევის მეთოდები;
4.3. კვლევის ვადები.
 თავი V - კვლევის შედეგები
5.1.  მონაცემთა ანალიზი;
5.2.  კვლევის მიგნებები;
5.3.  შესაძლო ინტერვენციები;
5.4.  განხორციელებული ცვლილებები.
თავი VI - რეკომენდაციები და ინტერვენციის შეფასება
6.1.  რეკომენდაციები;
6.2.  ინტერვენციის შეფასება;

თავი VII - დასკვნა
გამოყენებული ლიტერატურა
  დანართები
                     შესავალი
   

ჩვენი ნაშრომი წარმოადგენს სსიპ ქალაქ ზესტაფონის N 7 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების მიერ სწავლების მე-2 საფეხურზე განხორციელებულ კვლევას ქართული ენისა და ლიტერატურის შერწყმულად,ინტეგრირებულად სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლისა და მათი აღმოფხვრის გზებისათვის დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობების შესახებ.
ნაშრომი შედგება შვიდი თავისაგან.
I თავში წარმოდგენილია:მოკლე ინფორმაცია კვლევის სამიზნე ჯგუფების შესახებ; პრობლემა და საკვლევი საკითხი;    პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები;  კვლევის მიზანი; კვლევის ამოცანები;კვლევის სარგებელი;ფუნქციების განაწილება.
II თავი ეხება პრაქტიკული კვლევის არსს;
III თავი ლიტერატურის მიმოხილვას ეთმობა;
 IV თავში კვლევის დიზაინია განხილული;
V თავი ეხება კვლევის საფუძველზე მიღებული შედეგების ანალიზს, ქმედებების/ინტერვენციების შედეგების შეფასებას;
 VI თავი  მოიცავს რეკომენდაციებს;
 VII თავში წარმოდგენილია  დასკვნა.





                    თავი I
 საკვლევი საკითხის მიმოხილვა, კვლევის მიზნები და ამოცანები
1.1.მოკლე ინფორმაცია კვლევის სამიზნე ჯგუფების შესახებ
        1.  კვლევაში ჩავაბით სწავლების მე-2 საფეხურის 6 კლასი:I Xა, IXბ, I Xგ,  ;და VIIIა. VIIIბ. VIIIგ.
სულ მონაწილეობდა  159  მოსწავლე,მათგან - 76 გოგონა  და  44 ვაჟი.
აღნიშნულ კლასებში არ არის განსაკუთრებული საჭიროების მოსწავლე.
2.ამ მოსწავლეთა მშობლები;
3.აღნიშნული კლასების  ქართულის მასწავლებლები(4  პედაგოგი,მითითებული კლასები იყოფა ქართულის სწავლებისას).

1.2. პრობლემა და საკვლევი საკითხი;
    21-ე საუკუნეში სასკოლო რეფორმამ განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დაგვაყენა:2006 წლიდან ამოქმედდა ეროვნული სასწავლო გეგმა.ამ დროიდან ბევრი ცვლილება განხორციელდა, ნელ-ნელა, ეტაპობრივად, თავდაპირველად _ ზოგიერთ კლასში, შემდეგ კი სამივე საფეხურზე ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება გახდა ინტეგრირებული, საბოლოოდ კი  2011 წლიდან ქართული ენა, როგორც ცალკე სასწავლო დისციპლინა, საერთოდ გაუქმდა.ამან წარმოშვა მრავალი პრობლემა:
1.ზოგიერთმა მასწავლებელმა გრამატიკის საკითხების შესწავლა საერთოდ აღარ ჩათვალა საჭიროდ;
2.მოსწავლეების აკადემიური მოსწრება ქართულ ენასა და ლიტერატურაში,როგორც საატესტატო და ეროვნული გამოცდების შედეგებიდან ჩანს,არ არის სახარბიელო;ცხადია,მსგავსია შედეგები მათ მიერ შესრულებულ სასკოლო შემაჯამებელ სამუშაოებშიც;
3.ენისა და ლიტერატურის შერწყმულად სწავლებისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა სახელმძღვანელოებში მისთვის დათმობილი და უსისტემოდ განაწილებული მასალა;
4. მასწავლებელთა ერთმა ნაწილმა პრობლემის გადაჭრა იმით მოახერხა,რომ კვირაში ერთი საათი დაუთმო გრამატიკის შესწავლას.გრამატიკის სახელმძღვანელოს შეძენას სთხოვენ მოსწავლეებს ან თავად აწერინებენ თეორიულ მასალას;
5.  გრამატიკის სწავლებისათვის არ არსებობს რეკომენდებული გრიფირებული სახელმძღვანელო. ყველა არსებულ წიგნში ენის პრობლემური საკითხები (განსაკუთრებით -- მართლწერასთან დაკავშირებული) განსხვავებულად არის წარმოდგენილი.
6.   ტარდება ხოლმე სხვადასხვა სახის კონკურსი და ოლიმპიადა, რომლებშიც გამოყენებულ ტესტურ თუ სხვა სახის დავალებებში კითხვების პასუხები არის არა იმ გრამატიკული ნორმების შესაბამისი,რომელთა მიხედვითაც სკოლაში გრიფირებული სახელმძღვანელოთი ვასწავლით,არამედ განსხვავებულად.ეს მოსწავლეს უკარგავს ამ საგნის სწავლის ხალისსა და მონდომებას. არის საკითხები ქართული ენის გრამატიკაში,მათზე განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ თვით აკაკი შანიძესა და არნოლდ ჩიქობავას(მაგალითად,ინვერსიული ზმნები);ამგვარი ვითარებაა დღესაც;
7. წინა საკითხი კიდევ ერთ პრობლემას წარმოშობს:თანამედროვე  სალიტერატურო ენის ნორმების დაუდგენლობა;
8.ქართული ენის გრამატიკა ქაოსურად ისწავლება.
შესაბამისად,საკვლევი საკითხი ასეთია:
1.როგორია ჩვენს სკოლაში ვითარება ამ მხრივ;
2.როგორ მუშაობენ ჩვენი კოლეგები ამ პრობლემის დასაძლევად;
3.ვახერხებთ თუ არა ინტეგრირებისათვის შესაბამისი მეთოდოლოგიის ოსტატურ გამოყენებას;
4.როგორია  მოსწავლეთა გრამატიკის ცოდნის დონე;
5. დავადგინოთ საჭიროებები,რომელთა მეშვეობითაც პროცესის გაუმჯობესებას შევძლებთ.

1.3.         პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები
        სასკოლო რეფორმამ 21-ე  საუკუნეში განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დაგვაყენა:2011 წლიდან სამივე საფეხურის ყველა კლასში დაინერგა ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლება. ეს საკითხი აზრთა სხვადასხვაობას იწვევს საზოგადოებაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა ნაწილი წინააღმდეგია, ზოგიერთი კი - მომხრე.
     ჩვენი დაკვირვებით:
1.ქართული ენისა და ლიტერატურის შერწყმულად შესწავლამ გააჩინა უსისტემო სწავლების პრობლემა.მაგალითად,ზოგიერთ სახელმძღვანელოში ჯერ წინადადების წევრთა შესახებ არის წარმოდგენილი ინფორმაცია,ხოლო შემდეგ--მეტყველების ნაწილებისა.ეს ხელს უშლის მოსწავლეს გააზრებულად შეისწავლოს გრამატიკული კატეგორიები;
2.ენისა  და ლიტერატურის შერწყმულად სწავლება სპეციფიკური პროცესია,ჩაღრმავებას საჭიროებს.ამგვარი სწავლების პრაქტიკა ჩვენი მასწავლებლებისთვის არ რაის ტრადიციული.ეს ხელს უშლის საგაკვეთილო პროცესის გონივრულ წარმართვას და, რაც ყველაზე საყურადღებოა, თუ მასწავლებელს წინასწარი მზაობა არ აქვს,მოსწავლეს დააბნევს  ამა თუ იმ საკითხის გააზრებისას და მას გაუჭირდება  ახალი მასალის აღქმა;
3.გრამატიკული საკითხების შესწავლისადმი მოსწავლეები არ იჩენენ სათანადო  ინტერესს;
1.4.         კვლევის მიზანი
საკითხის კვლევისას მიზნად დავისახეთ შევისწავლოთ  შემდეგი :
1.რამდენად მომზადებული დახვდა ქართულის მასწავლებელი ამ ახალ გამოწვევას;
2.რამდენად ხელსაყრელია ჩვენს სკოლაში მოქმედი  სახელმძღვანელო  ამგვარი(ენისა და ლიტერატურის შერწყმულად) სწავლებისათვის;
3.როგორია მოსწავლეთა ინტერესი ქართული ენის გრამატიკის  შესწავლისადმი;
4.როგორია მოსწავლეთა სწავლის დონე ამ გამოწვევის ფონზე;
5.რა არსებითი ხასიათის ცვლილებებია საჭირო იმისათვის ,რომ ვითარება უკეთესობისაკენ შეცვალოს.
6.რამდენად შესაძლებელია კარგი გრამატიკის სახელმძღვანელოს არჩევა და როგორია მოსწავლეთა სოციალური შესაძლებლობა მისი შეძენისათვის;
7.როგორია მშობელთა განწყობილება ქართული ენის გრამატიკის სწავლებასთან დაკავშირებით;
8.რა სახის საგაკვეთილო აქტივობები მოგვცემს სწავლების პროცესის გაუმჯობესების საშუალებას;
9.რა სახის  აქტივობები დაგვეხმარება მოსწავლეებში ქართული ენის გრამატიკის სწავლისადმი ინტერესის გაღვივებაში.
1.5.         კვლევის ამოცანები
კვლევის ამოცანების განსაზღვრისას გადავწყვიტეთ ზემოაღნიშნული პრობლემის  2 კონკრეტული საკითხი გამოგვეკვლია:
1.მსაზღვრელ-საზღვრულის ტიპები,მათი შეწყობა-შეკავშირების თავისებურებები,მსაზღვრელის,როგორც ეპითეტის,როლი ლიტერატურულ ტექსტებში;
2.ქვემდებარე-შემასმენლის რიცხვში შეწყობის საკითხი და გასულიერებული უსულო არსებითი სახელის ებ-იან მრავლობით რიცხვში გამოვლენილი თავისებურება,  გაპიროვნების მხატვრული ფუნცქია ლიტერატურულ ტექსტებში.
მიზნად დავისახეთ დაკვირვება აღნიშნული საკითხების სწავლისა და სწავლების ხარისხზე:
1.ჩვენს სკოლაში არჩეული ქართული ენისა და ლიტერატურის  სახელმძღვანელოს მაგალითზე;
2.ფოკუსჯგუფების შექმნა, ტესტირების გზით  მოსწავლეთა ცოდნის დონის დადგენა და ოპტიმალური გზების მოძებნა  მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.;
3.მონაცემთა ანალიზი;
4.ინტერვეციის გონივრული დაგეგმვა;
5.შედეგებისა და დასკვნების პრეზენტაცია.
1.6.         კვლევის სარგებელი
რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს აღნიშნულმა კვლევამ:
1.ჩვენი სკოლის მოსწავლეებს:
ა)დავადგენთ იმ საჭიროებებს,რომლებიც აუცილებელია გრამატიკის სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად და შევიმუშავებთ მათი გადაჭრის ეფექტურ გზებს;
ბ)გავარკვევთ,მათ წინაშე მდგარი რა კონკრეტული პრობლემების მოგვარება შეგვიძლია:
1. საგაგკვეთილო პროცესში;
2.ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში;
3.ჩვენი სკოლის ფარგლებში;
გ)შევიმუშავებთ საჭირო აქტივობებსა და ღონისძიებებს,რომელთა მეშვეობითაც მოვახერხებთ :
ა)საგნის სწავლისადმი მათი ინტერესის გაღვივებას;
ბ)საგნის სწავლა-სწავლებას ესგ.-ს მოთხოვნების შესაბამისად;
გ)გრამატიკისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლების გამოყენებით დავგეგმავთ და ჩავუტარებთ გაკვეთილებს;
დ)სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვისას მაქსიმალურად გამოვიწვევთ ჩვენს მოსწავლეებს,რათა გამოამჟღავნონ თავიანთი ექსპლიციტური უნარები და ინდივიდუალიზმი.
2.ჩვენს კოლეგებს :
1.დავადგენთ სწავლების პროცესის ძლიერ და სუსტ მხარეებს და კათედრის სხდომაზე ვიმსჯელებთ საერთო სტრატეგიის დაგეგმვასა და წარმართვაზე,რათა სკოლის ყველა მოსწავლემ იგრძნოს არნიშნული კვლევის შედეგი და არა მხოლოდ იმ მოსწავლეებმა,რომლებსაც ჩვენ ვასწავლით;
2.კვლევის პროცესის წარმართვისას დაგეგმილი გვაქვს აქტივობები,რომელთა განხორციელებაში რამდენიმე კოლეგა აქტიურ მონაწილეობას მიიღებს(ცხადია,წინასწარი შეთანხმებითა და თანხმობით,ეთიკის დაცვით);
3.კვლევის შედეგებს განვაზოგადებთ კათედრაზე და ვიმსჯელებთ ინტერვენციის იმ სახეებზე,რომლებმაც ეფექტურად გადაგვაჭრევინა არსებული პრობლემები;
4.ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლების გამოყენებით ჩავატარებთ ღია გაკვეთილებს,მათი განხილვის პროცესში ვიმსჯელებთ იმ თავისებურებებზე,რომლებიც ამ ტიპის გაკვეთილების ჩატარების ახლავს,გავითვალისწინებთ მათს შენიშვნებსა და მოსაზრებებს;
5.ჩვენ მიერ შექმნილ ელექტრონულ რესურსებს,კოგნიტურ ცხრილებსა და სქემებს,რომლებსაც სწავლების ეფექტური წარმართვისათვის შევიმუშავებთ, გადავცემთ კათედრას (შესაბამისი მკაფიო და გასაგები ინსტრუქციების თანხლებით );
6.კოლეგების მხრიდან ინტერესის გამოჩენის შემთხვევაში, მზად ვართ ნებისმიერი კონსულტაციისათვის.
3. რა სარგებელს მოგვიტანს ჩვენ,კვლევის ავტორებს:
1.დავნერგავთ სწავლების პროცესში ინოვაციებს;
2.პრობლემის შესწავლისას გავეცნობით მეთოდურ და სამეცნიერო ლიტერატურას;
3. გავიუმჯებესებთ ცოდნას,გამოცდილებას,სწავლების მეთოდებს;
4.მივიღებთ თანამშრომლობის გამოცდილებას;
5.შევიმუშავებთ ინტეგრირებული სწავლებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს;
6.შევიმუშავებთ მოსწავლის საჭიროებების დადგენისა და კონკრეტული პრობლემის იდენტიფიცირების,შემდგომში კი მისი აღმოფხვრის ეფექტურ საშუალებებს;
7.ჩავუღრმავდებით კოგნიტური და მეტაკოგნიტური სასწავლო რესურსების(ცხრილების,სქემების)დამზადების სპეციფიკას და აქტიურად დავნერგავთ ამ სახის მასალის გამოყენებას სხვა საკითხების შესწავლისას ჩვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში;
1.7.           ფუნქციების განაწილება
პასუხისმგებლობა ასე გადავინაწილეთ:
1. მსაზღვრელ-საზღვრულის ტიპები,მათი შეწყობა-შეკავშირების თავისებურებები,მსაზღვრელის,როგორც ეპითეტის,როლი ლიტერატურულ ტექსტებში---დაკვირვება ამ საკითხის სწავლა-სწავლებაზე,სკოლაში მოქმედ სახელმძღვანელოზე,შესაბამისი ფოკუსჯგუფის შექმნაზე,მოსწავლეთა ცოდნის დონის დადგენასა და პრევენციაზე,მონაცემების ანალიზზე,შედეგებისა და დასკვნების პრეზენტაციაზე პასუხისმგებლობა დაეკისრა ნანა ჩიტორელიძეს;
2. ქვემდებარე-შემასმენლის რიცხვში შეწყობის საკითხი და გასულიერებული უსულო არსებითი სახელის ებ-იან მრავლობით რიცხვში დასმისას გაპიროვნების მხატვრული ფუნცქია ლიტერატურულ ტექსტებში---დაკვირვება ამ საკითხის სწავლა-სწავლებაზე,სკოლაში მოქმედ სახელმძღვანელოზე,შესაბამისი ფოკუსჯგუფის შექმნაზე,მოსწავლეთა ცოდნის დონის დადგენასა და პრევენციაზე,მონაცემების ანალიზზე,შედეგებისა და დასკვნების პრეზენტაციაზე პასუხისმგებლობა დაეკისრა რუსუდან ბუბულაშვილს.;



            თავი  II
 პრაქტიკული კვლევის არსი
  ხანგრძლივი პედაგოგიური დაკვირვების შემდეგ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების პროცესში რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემას წავაწყდით:
1.საბჭოთა სკოლაში ენის სწავლების თეორიული საკითხები იყო მნიშვნელოვანი,მართალია,გრამატიკა სისტემურად ისწავლებოდა(ეს კი ამ საგნის სწავლების აუცილებელ პირობად გვეჩვენება),მაგრამ მწირი იყო სახელმძღვანელოში პრაქტიკული სავარჯიშოები და ენის საკითხების ტრანსფერს ლიტერატურული ტექსტის ანალიზისას ნაკლები დრო ეთმობოდა.ამიტომაც გადაწყვიტეს დარგის სპეციალისტებმა ენა და ლიტერატურა შერწყმულად,ინტეგრირებულად ესწავლებინათ,რათა მიღებული გრამატიკული ცოდნა მოსწავლემ გამოიყენოს ზეპირი თუ წერითი ამოცანების დაძლევისას.ცხადია,ეს საკამათო არ არის და ამგვარი მიდგომა ძალიან საშურია,მაგრამ პროცესი ერთბაშად,მოუმზადებლად დაიწყო.მასწავლებლებს არ ჰქონდათ ინტეგრირებული სწავლების გამოცდილება,ამიტომ პროცესმა ქაოსური სახე მიიღო.ზოგმა გამოსავალი იმაში ნახა,რომ გრამატიკის საკითხების სწავლება საერთოდ შეწყვიტა,ზოგი სახლემძღვანელოში მოცემული, უსისტემოდ მოწოდებული, ენობრივი საკითხების სწავლებით შემოიფარგლა,ზოგი კვირაში ერთ დღეს გამოყოფს ენის საკითხების შესწავლისათვის და მოსწავლეებს ჩანაწერებს აკეთებინებს გრამატიკის საკითხების შესახებ.ერთი სიტყვით,ქართული ენის სწავლება არათანაბარ პირობებისა და პროცესების ფონზე მიმდინარეობს საქართველოს სკოლებში.საკითხი მართლა უნდა შეისწავლონ დარგის სპეციალისტებმა და შეიმუშაონ მნიშვნელოვანი ღონისძიებები მის მოსაგვარებლად.კარგია ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლება,მაგრამ იმდენი პრობლემა ახლავს,სჯობს ახალი და ოპტიმალური გზების მოძებნა და დანერგვა. ჩვენ მიზნად დავისახეთ ამ დიდი პრობლემის 2 საკითხის სწავლებასთან დაკავშირებული გამოწვევების დადგენა,კვლევა და გაუმჯობესების გზების ძიება:
   1. მსაზღვრელ-საზღვრულის ტიპები,მათი შეწყობა-შეკავშირების თავისებურებები,მსაზღვრელის,როგორც ეპითეტის,როლი ლიტერატურულ ტექსტებში.
  მსაზღვრელ-საზღვრულის ტიპები,ბრუნვასა და რიცხვში შეთანხმება,თავისებურებების დადგენა და მისი პრაქტიკული გამოყენება სინტაქსის მნიშვნელოვანი ნაწილია.ჩვენი მიზანი იყო დაგვედგინა შემდეგი:
1.1.იციან თუ არა ჩვენმა მოსწავლეებმა მსაზღვრელის დაბოლობათა თავისებურება საზღვრულთან ბრუნებისას;
1.2.არჩევენ თუ არა თანხმოვანფუძიანი მსაზღვრელის თავისებურ ბრუნებას ხმოვანფუძიანი მსაზღვრელის ბრუნების თავისებურებისაგან;
1.3.მსაზღვრელად გამოყენებული მეტყველების ნაწილების შესახებ თუ აქვთ სრული წარმოდგენა;
1.4.მსაზღვრელად გამოყენებულ სიტყვათა დაჯგუფება თუ შეუძლიათ იმ საერთო ნიშნებისა და თავისებურებების გათვალისწინებით,რომლებსაც ისინი ავლენენ საზღვრულ წევრთან ბრუნებისას;
1.5.რა იციან პრეპოზიციური და პოსტპოზიციური მსაზღვრელის შესახებ და მათ შორის  ბრუნების თავისებურებებს თუ ასხვავებენ ერთმანეთისაგან;
1.6.რამდენად აქვთ გააზრებული წოდება-პროფესიის გამომხატველი მსაზღვრელის საზღვრულთან ბრუნების თავისებურება;
1.7.ნათესაობით ბრუნვაში დასმული მსაზღვერელის შებრუნებული წყობისას ,,- ა“სავრცობის გამოყენებას სწორად თუ ახერხებენ ბრუნვათა მიხედვით;
1.8.რამდენად სწორად იყენებენ გრამატიკულ ცოდნას, მსაზღვრელ-საზღვრულის ბრუნებასთან დაკავშირებით, ზეპირი თუ წერითი პრეზენტაციისას;
1.9.რამდენად ესმით მსაზღვრელის ემოციური ფუნქცია ლიტერატურული ტექსტის მხატვრული ანალიზისას,რამდენად შეუძლიათ ჩასწვდნენ ავტორის ემოციურ მიზანდასახულობას ეპითეტად გამოყენებული მსაზღვრელის იდეური ფუნქციის გამოყენებისას.
2.10. თუ აცნობიერებენ, რა გავლენის მოხდენა შეუძლია ზეპირმეტყველებას (კერძოდ, დიალექტის თავისებურებებს) მწერლის ენაზე საერთოდ და კონკრეტულად განსახილველი საკითხის თვალსაზრისით.
1.11.რა მეთოდები  და აქტივობები გამოვიყენოთ ინტერვენციის დასაგეგმად და  შედეგის გასაუმჯობესებელი გზების დასახვისას რა ოპტიმალური ვერსიები შევიმუშავოთ და განვახორციელოთ.

2.ქვემდებარე-შემასმენლის რიცხვში შეწყობის საკითხი და გასულიერებული უსულო არსებითი სახელის ებ-იან მრავლობით რიცხვში დასმისას გაპიროვნების მხატვრული ფუნცქია ლიტერატურულ ტექსტებში;
ამ საკითხის სწავლა-სწავლების პროცესში ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო დაგვედგინა და გამოგვეკვლია შემდეგი:
2.1.იციან თუ არაქვემდებარედ გამოყენებული სიტყვების მორფოლოგიური კლასიფიკაცია,მათი დეფინიცია თუ შეუძლიათ არა მხოლოდ განმარტების დონეზე,არამედ პრაქტიკულად,ტექსტებში;
2.2. იციან თუ არა სახელებში (ბრუნებად სიტყვებში) მრავლობითის წარმოების თავისებურებები; მრავლობითის უქონელი სახელები ( კრებითი, აბსტრაქტული, საკუთარი, ნივთიერებათა, მოქმედების არსებითი სახელები; ზოგიერთი სახის ნაცვალსახელი; რიცხვითი სახელი)
2.3.ქვემდებარედ გამოყენებული მეტყველების ნაწილების კლასიფიკაციისას თუ ასხვავებენ ერთმანეთისაგან იმ თავისებურებებს,რომლებსაც ისინი ამჟღავნებენ შემასმენელთან რიცხვში შეწყობისას;
2.4.სულიერი და უსულო არსებითი სახელით გამოხატული ქვემდებარის შემასმენელთან რიცხვში შეწყობისას თუ ითვალისწინებენ შემასმენელთან რიცხვში შეწყობის თავისებურებას;
2.5.  იციან თუ არა ზმნის, როგორც შემასმენლის მთავარი გამომხატველის, თავისებურებები, კერძოდ, გვარის კატეგორიასთან დაკავშირებული საკითხები (რეალური და გრამატიკული სუბიექტის განსხვავება); ინვერსიის ცნება; ეგრეთ წოდებული  გრძნობა-აღქმის ზმნების  სპეციფიკური ბუნება; ირიბი ობიექტის მრავლობითობის გამოხატვის  პირობები.
2.6. ესმით თუ არა მოქმედებითი გვარის ზმნით გადმოცემული შემასმენლის სინტაქსური ძალა, რომელსაც ავლენს უსულო არსებითი სახელით გადმოცემულ ქვემდებარესთან; ებ-იანი მრავლობითის სინტაქსური ძალის გაძლიერება და ის გარდამავალი ეტაპი, რომელიც ამჟამად არის შექმნილი ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით.

2.7.რამდენად იციან,რომ ებ-იან მრავლობითში დასმული არსებითი სახელით გადმოცემული ქვემდებარე გასულიერების შემთხვევაში შემასმენელს რიცხვში  განსხვავებულად ეთანხმება;
2.8.ნართან-იან მრავლობითში დასმული ქვემდებარის შემასმენელთან შეწყობის შესახებ რა იციან;
2.9.რამდენად შეუძლიათ უსულო ქვემდებარის გასულიერების საკითხის დაკავშირება მხატვრულ - გამომსახველობით ხერხ გაპიროვნებასთან და ლიტერატურულ ნაწარმოებებში შესაბამისი მაგალითების მოძებნა,ავტორის ემოციისა და ტექსის მიზანდასახულობის შეცნობა.
2.10. თუ აცნობიერებენ, რა გავლენის მოხდენა შეუძლია ზეპირმეტყველებას (კერძოდ, დიალექტის თავისებურებებს) მწერლის ენაზე საერთოდ და კონკრეტულად განსახილველი საკითხის თვალსაზრისით.

2.11.რა მეთოდები  და აქტივობები გამოვიყენოთ ინტერვენციის დასაგეგმად და  შედეგის გასაუმჯობესებელი გზების დასახვისას,რა ოპტიმალური ვერსიები შევიმუშავოთ და განვახორციელოთ.

თავი III - ლიტერატურის
მიმოხილვა
         თეორიული გრამატიკის შესწავლის პროცესს სჭირდება მოსწავლის ასაკობრივი თავისებურების გათვალისწინება,მაგალითად,მე-5 კლასელს ჯერ კიდევ არ აქვს ,,აბსტრაქტული აზროვნების უნარი,მაგრამ შეუძლია კონკრეტული ოპერაციებით გონებრივი პროცესების უფრო ფართო სისტემებად გარდაქმნა”(ჟან პიაჟე,https://ka.wikipedia.org/ ) კონკრეტული ოპერაციების სტადია დაახლოებით 7-დან 11 წლამდე გრძელდება.(  გერიგი რ. და ზიმბარდო ფ. (2009). ვიკიპედია.ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ). ამავე აზრს ამტკიცებს ეს მოსაზრებაც:,,უცნობი და ახალი მასში შიშისა და მიზიდულობის გრძნობას ერდროულად აღძრავს“(დიმიტრი უზნაძეhttps://ka.wikipedia.org/wiki/).თუ ფსიქოლოგების რჩევას გავითვალისწინებთ,მართლწერისათვის საჭირო უნარ-ჩვევის შემუშავებისათვის მასწავლებელმა უნდა მოძებნოს პრაქტიკული და ოპტიმალური გზები დაწყებით კლასებში,რათა  მოსწავლეებს არასწორი ფორმები არ დაუმკვიდრდეთ  წერასა და მეტყველებაში. ამიტომ სწორი პოზიცია აქვს არჩეული ავთანდილ არაბულს,რომელიც ინტერნეტგაზეთ ,,მასწავლებელთან“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს:,,სასკოლო გრამატიკა, რომელიც საბჭოთა სკოლაში ისწავლებოდა, თეორიული გახლდათ - წესები, განმარტებები, განსაზღვრებები, სავარჯიშოები კი იმის შემოწმებას წარმოადგენდა, რა იცოდა მოსწავლემ“(ინტერვიუ ავთანდილ არაბულთან, ინტერნეტგაზეთი ,,მასწავლებელი“, 7 ოქტომბერი, 2013).დღეს,როცა ინტეგრირებული სწავლების წინაშე დადგა  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მის გასაჭირს  შესანიშნავად ხსნის ავთანდილ არაბული ამავე სტატიაში: ,,ამ ინტეგრირებას აქვს როგორც ღირსება, ისე ნაკლიც. ღირსებაა ის, რომ ენობრივი ამოცანები ტექსტობრივ რესურსებს არ სწყდება, ნაკლი კი ისაა, რომ რაც უფრო მაღალია კლასი, მით უფრო მეტია ლიტერატურული ტექსტების რაოდენობა. მასალა ვრცელია და ნაკლები ადგილი რჩება იმენობრივი ამოცანების გადასაწყვეტად, რომლებიც არა მხოლოდ პრაქტიკულად, არამედ თეორიულადაცაა მომწიფებული. მშობლიური ენის გრამატიკული სისტემის ცოდნა ხომ ადამიანის განათლებისთვის ასევე აუცილებელია. ინტეგრირებული სწავლებისას სისტემური მიდგომა ნაკლებად ხერხდება. მასწავლებელმა ენობრივი ამოცანების გადაცემა რომ მოასწროს, კონტინგენტი უნდა ჰყავდეს შეზღუდული. საჯარო სკოლაში, სადაც კლასში ორმოცი ბავშვია, ძნელია, ერთ გაკვეთილში ჩაატიო გამოკითხვაც, ახსნაც და ენობრივი საკითხებიც. მასწავლებელი დროში ვერ ეტევა და გრამატიკა გერის როლში რჩება... ენისა და  ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლება გარდამავალი პერიოდია და ოპტიმალური მეთოდი შესამუშავებელია“(ინტერვიუ ავთანდილ არაბულთან, ინტერნეტგაზეთი ,,მასწავლებელი“, 7 ოქტომბერი, 2013).
   ჩვენს სკოლაში გრამატიკის სწავლება ,,გერის როლში“რომ არ დარჩენილიყო,ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე რამდენიმე წლის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება,რომ გრამატიკის სწავლებისათვის კვირაში ერთი საათი გამოგვეყო.ახლა კი გადავწყვიტეთ გამოგვერკვია,ამ ეტაპზე როგორ მიმდინარეობს გრამატიკის სწავლების პროცესი.
    საკვლევი საკითხები კომპლექსურია:1. მსაზღვრელ-საზღვრულის ტიპები,მათი შეწყობა-შეკავშირების თავისებურებები,მსაზღვრელის,როგორც ეპითეტის,როლი ლიტერატურულ ტექსტებში; 2.ქვემდებარე-შემასმენლის რიცხვში შეწყობის საკითხი და გასულიერებული უსულო არსებითი სახელის ებ-იან მრავლობით რიცხვში დასმისას გაპიროვნების მხატვრული ფუნცქია ლიტერატურულ ტექსტებში.
  თითოეული საკითხის ცოდნას მოსწავლე შეძლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ იცის საკვლევ თემებთან დაკავშირებული როგორც მორფოლოგიური,ასევე სინტაქსური საკითხები,ანუ სისტემურად აწყობილი ცოდნაა საჭირო.
    მსაზღვრელ-საზღვრულის ბრუნების თავისებურება მნიშვნელოვან საკითხად აქვს წარმოჩენილი ყველა მკვლევარს.განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი,რომ ბრუნებისას გამოვლენილი თავისებურებების განსაზღვრისას დარგის სპეციალისტები განასხვავებენ რამდენიმე ტიპს. ტიპოლოგიის ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია,რადგან მსაზღვრელად გამოყენებულია შემდეგი კატეგორიის სიტყვები:არსებითი სახელი,ზედსართავი სახელი,რიცხვითი სახელი,ნაცვალსახელი(განსაკუთრებულ თავისებურებებს ბრუნებისას კუთვნილებითი ნაცვალსახელები ავლენენ),მიმღეობა,უცხოური ტიტულის აღმნიშვნელი სიტყვები,წოდება-პროფესიის გამომხატველი სიტყვები,ნათესაობით ბრუნვაში დასმული სიტყვები.აქვე უნდა აღინიშნოს,რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსაზღვრელის ფუძის დაბოლოება ბრუნებისას,რადგან თანხმოვანფუძიანი მსაზღვრელი მეტ თავისებურებას გვიჩვენებს,ვინემ--ხმოვანფუძიანი და მათი ბრუნება განსხვავებულია.კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა პრეპოზიციური თუ პოსტპოზიციური წყობა,რადგან პირდაპირი წყობისას განსხვავებულად იბრუნვის და შებრუნებული წყობისას,როცა მოსდევს მსაზღვრელი საზღვრულს, ისევ თავისებურებას გვიჩვენებს ბრუნებისას.
   საკმაოდ მნიშვნელოვანია მსაზღვრელ-საზღვრულის რიცხვში შეთანხმების საკითხიც.როცა მსაზღვრელად გამოყენებული სიტყვა ერთზე მეტ რაოდენობას აღნიშნავს,საზღვრული მხოლობით რიცხვში დაისმის;როცა  მრავლობით რიცხვში შეთანხმებას განვიხილავთ,აქაც საინტერესო დეფინიციაა:მთანი მაღალნი,ლამაზი მთები.მსაზღვრელ-საზღვრულს შორის სინტაქსური ურთიერთობის სახედ მართვაც შეიძლება შეგვხვდეს,როცა მსაზღვრელად გამოყენებილი სიტყვა ნათესაობით ბრუნვაში დგას.ამ საკითხების თავისებურებას კარგად ხსნის აკადემიკოსი არნოლდ ჩიქობავა,როცა სიტყვათა სინტაქსური დამოკიდებულების ძირითად სახეებს განიხილავს(არნოლდ ჩიქობავა,  ,,ენათმეცნიერების შესავალი’’თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა,თბილისი,1952 წ.გვ.283). ცალკე საკითხად გამოყოფს გათიშული ატრიბუტული განსაზღვრებისა და საზღვრულის ურთიერთობას პროფესორი ლეო კვაჭაძე ,,თანამედროვე ქართული ენის სინტაქსში“ და აღნიშნავს:,,გათიშვა მეტწილად ხდება სახელობითში,მოთხრობითსა და მიცემითში,იშვიათად--სხვა ბრუნვებშიც.ასთი განსაზღვრება,ბოლოთანხმოვნიანი თუ ბოლოხმოვნიანი,ყოველთვის სრულად დაირთავს ბრუნვის ნიშნებს,მიუხედავად იმისა,უსწრებს საზღვრულს თუ მოსდევს მას.“(ლეო კვაჭაძე,თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი,გამომცემლობა ,,განათლება“,თბილისი,1966 წელი,გვ.გვ.178,179).
  ამგვარივე პრობლემებს ქმნის ქვემდებარე-შემასმენლის რიცხვში შძეწყობის საკითხიც.

ქვემდებარე ზმნა-შემასმენლის სუბიექტურ  (მოქმედ) პირთან შეწყობილი სახელია. ამიტომ მათი ურთიერთობა (ერთმანეთზე გავლენა და ერთმანეთისათვის ანგარიშის გაწევა) ძალზე მნიშვნელოვანია. ქვემდებარე შეიძლება გადმოიცეს ყოველგვარი ბრუნებადი სიტყვით : სახელებითა და სახელზმნით. ეს საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანი  ჯგუფია ენისა და არაერთი თავისებურებით გამოირჩევა. ისინი, გარდა ბრუნებისა, იცვლებიან რიცხვის მიხედვითაც (თუმცა ზოგიერთი მათგანი მრავლობით რიცხვს არ აწარმოებს);
მრავლობითი რიცხვის წარმოება ქართულში ორგვარია:
1. ებიანი (მაწარმოებელია ბოლოსართი ,,ებ“);
2. ნართანიანი  (მაწარმოებლებია ბოლოსართები ,,ნ“ და ,,თ“)
გარდა გრამატიკული მრავლობითისა, არსებობს ლექსიკური მრავლობითი (მაგ.: ხალხი, ჩვენ, ამდენი, რამდენიმე, ყველა, ბევრი, ასი....).
სუბიექტისა და ზმნის ურთიერთობა რთულია. ზმნა მართავს სუბიექტს ბრუნვაში (კერძოდ, გარდამავალი ზმნა სუბიექტისაგან მოითხოვს სახელობით, მოთხრობით ან მიცემით ბრუნვებს, ხოლო გარდაუვალი - სახელობითს); თავის მხრივ, სუბიექტი ზმანას  ითანხმებს რიცხვში.
ნართანიანი მრავლობითი  ყველა სახელს ეწარმოება, შესაბამისად, ამგვარი მრავლობითით ნაწარმოები სუბიექტი (ქვემდებარე) ზმნასაც ითანხმებს მრავლობით რიცხვში, აქ არ განირჩევა სულიერი თუ უსულო, კრებითი თუ აბსტრაქტული სახელები. მაგრამ ნართანიანი მრავლობითი თანამედროვე ქართულში უკვე იშვიათობაა (იგი შემორჩენილია ზოგიერთგამოთქმაში ან პოეტურ ენაში). ნართანიანი მრავლობითი აქტიურად ჩაანაცვლა ებიანმა და ნელ-ნელა ის სინტაქსური ძალაც მოიკრიბა, რომელიც ჰქონდა და აქვს ნართანიანს. მაგრამ დღეისათვის ებიანი მრავლობითის სინტაქსური ძალა, შეიძლება ითქვას, არ არის სრული. მრავლობითში შეთანხმება ხდება:
ა) როცა ებიან მრავლობითში დასმული ქვემდებარე სულიერ საგანს აღნიშნავს;
ბ) როცა ებიან მრავლობითში დასმული ქვემდებარე გასულიერებულია;
გ) როცა შემასმენელი გადმოცემულია აქტიური მოქმედების გამომხატველი ზმნით (მოქმედებითი ან საშუალ-მოქმედებითი გვრის ზმნით; ამ შემთხვევაში გრამატიკული სუბიექტი რეალურადაც მოქმედია). აქ მრავლობითში დასმულ ქვემდებარესთან ზმნა-შემასმენელი ხან მხოლობით რიცხვშია, ხან - მრავლობითში.
განსაკუთრებული შემთხვევაა, ეგრეთ წოდებული, გრძნობა-აღქმის  გამომხატველ და ინვერსიულ ზმნებში სუბიექტ-ობიექტის მრავლობითობის გამოხატვა.ფაქტობრივად, აქ ირიბი ობიექტის მრავლობითობა აისახება ზმნაში, რადგან რეალურად ამ ტიპის ზმნებში სუბიექტი ყოველთვის სულიერია, განსხვავებით ირიბი ობიექტისაგან (მიყვარს შვილი / შვილები; მიყვარს წიგნი / წიგნები;  თუმცა გარკვეულ შემთხვევებში მისაღებია: მიყვარან შვილები მე, მძულან მტრები მე (ისტორიულად, ცხადია, ეს ფორმებია სწორი).
         ენისა და ლიტერატურის ინტეგრაციის დროს  ყურადღებას იქცევს ქვემდებარე-შემასმენლის რიცხვში ურთიერთობა გაპიროვნების, როგორც მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხის,  გასააზრებლად, სწორად აღსაქქმელად და ემოციური ეფექტის  მისაღწევად.
გასათვალისწინებალია, რომ ,,ენა არის არა მოქმედების პროდუქტი, არამედ მოქმედება“ (ჰუმბოლდტი), ენა რეალიზდება მეტყველებაში, რაც წარმოქმნის ენობრივ ნაირსახეობებს - დიალექტებს. ქართული ენის დიალექტები კი ქვემდებარე-შემასმენლის რიცხვში ურთიერთობის მხრივ დიდ მრავალფეროვნებას გვიჩვენებენ.
მხატვრულ ლიტერატურაში გარკვეული სტილისტური მიზანდასახულობისას შესაძლებელია დაირღვეს ნებისმიერი წესი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ლიტერატურის ენა არაა მკვდარი ენა, იგი იკვებება და მდიდრდება დიალექტებით. შესაბამისად, ლიტერატურულ ტექსტებშიც ამ მხრივ დიდი მრავალფეროვნებაა.
ყოველივე ამის გააზრებული ცოდნაა საჭირო თუნდაც მარტივი მართლწერის სავარჯიშოს შესრულებისას, მით უფრო, ამა თუ იმ მწერლის ენის თავისებურებათა შესასწავლად.
         ზემოთ ჩამოთვლილი თავისებურებების გათვალიწინება მნიშვნელოვანია კვლევის დაგეგმვისა და წარმართვისათვის.ცხადია,მოსწავლეებისათვის საკმაოდ რთული პრობლემაა ამ თავისებურებების გააზრება და,რაც მთავარია,შესაბამისი ნიმუშების ლიტერატურულ ტექსტებში მოძებნა,მართლწერის ნორმების დაცვა ზეპირი და წერითი პრეზენტაციისას.ჩვენ მიზნად დავისახეთ გვერდი არ აგვევლო არც ერთი პრობლემისათვის,მაგრამ ისე აგვეგო კვლევა,რომ ზუსტად გამოკვეთილიყო სწავლების პროცესის სუსტი მხარეები,ინტერვენციის შემუშავებისას კი  ეფექტური ყოფილიყო ჩვენ მიერ დასახული აქტივობები.
         ვითვალისწინებთ ფსიქოლოგების რჩევას,რომ მეხუთეკლასელს უჭირს აბსტრაქტული აზროვნება და ცნებებისა და თეორიული წესების ათვისება,ამიტომ პრაქტიკაში დავნერგეთ და მეექვსე კლასიდან დავიწყეთ თეორიული გრამატიკის სწავლება,ჩავრთეთ როგორც სასკოლო სახელმძღვანელოში(ნ. მაღლაკელიძე, თ.ცხადაია, დ.კვანჭიანი, ნ.ღონღაძე,თ. ღონღაძე, ქართული ენა და ლიტერატურა 8,თბ.,გამომცემლობა,,მერიდიანი“, 2012;) მოცემული საკითხები,ასევე-- ჩვენ მიერ მიწოდებული.
    დავამუშავეთ  მე-8 და მე-9 კლასის ის სახელმძღვანელოები,რომლებითაც ჩვენს სკოლაში ქართული ენა და ლიტერატურა ისწავლება(ნ. მაღლაკელიძე, თ.ცხადაია, დ.კვანჭიანი, ნ.ღონღაძე,თ. ღონღაძე, ქართული ენა და ლიტერატურა 9,თბ.,გამომცემლობა,,მერიდიანი“, 2012;).ამ მიმართულებით წარმართულმა კვლევამ  გვიჩვენა,რომ მსაზღვრელ-საზღვრულის ბრუნების თავისებურებებსა და ქვემდებარე-შემასმენლის რიცხვში შეწყობის საკითხებზე აღნიშნულ სახელმძღვანელოებში  საკმაოდ მწირი მასალაა.მაგალითად,მე-8 კლასის სახელმძღვანელოში მსაზღვრელ-საზღვრულის შესახებ სულ 2 გვერდზეა მოცემული მასალა:
      1.გვ. 209  განსაზღვრების რაობა; მსაზღვრელ-საზღვრულის ბრუნება; საზღვრულ-მსაზღვრელის ბრუნება;
       2. გვ. 222  ნათესაობითში დასმული მსაზღვრელის ბრუნება;
    რაც შეეხება გრამატიკული საკითხების თანმიმდევრობას,რამდენიმე გვერდის მაგალითზეც ადვილად დავრწმუნდებით,რა ქაოსურად არის საკითხები აღნიშნულ  სახელმძღვანელოში წარმოდგენილი:
გვ.25  კრებითი სახელი და ზმნის რიცხვი
გვ.33   ჰ და ს თავსართების ხმარება ზმნაში
გვ.44 სრულმნიშვნელოვანი და დამხმარე სიტყვები; წინადადების წევრის გამოხატვა; წინადადების რაობა
გვ.48  წინადადების სახეები აგებულების მიხედვით
გვ.ვ64-65  წინადადება რაგვარობის (მოდალობის) მიხედვით; სასვენი ნიშნები მათთან; კითხვით წინადადების სახეები (კითხვითსტყვიანი და არაკითხვითსიტყვიანი)
გვ.75-76 ზედსართავი სახელის ხარისხის ფორმები
გვ. 77.   ბრძანებითი და ძახილის წინადადებები
გვ.87.  სიმრავლის აღმნიშვნელ სიტყვებთან არსებითისა და ზმნის რიცხვი.
გვ.88 ჰ და ს პრეფიქსები ზმნაში
გვ.  98    სიმრავლის არმნიშვნელი სახელებით გადმოცემულ სუბიქტურ პირთან ზმნის რიცხვი; სულიერი საგნის სახელებით გადმოცემულ სუბიექტურ პირთან ზმნის რიცხვი ებ-იან და ნართანიან მრავლობითში;
გვ. 109   შემასმენლის გადმოცემა (მარტივი და შედგენილი შემასმენელი)
გვ. 112  მთავარ წევრთა რაოდენობა წინადადდებაში
გვ. 128   მრავლობითის წარმოება (ებიანი და ნართანიანი) ვეფხისტყაოსნის ტექსტის მაგალითზე
გვ. 131   ქვემდებარის გადმოცემა
გვ. 135.   შემასმენელი მხ. რიცხვში
გვ. 136   ტირე გამოტოვებული ზმნა-შემასმენლის ადგილზე
გვ. 137  ქვემდებარის ბრუნვები
გვ. 143  დეფისი რთულ სიტყვებში; შემასმენელი მრ. რიცხვში
გვ. 146   მრავალწერტილის ფუნქცია
გვ. 168  ბარბარიზმები და უცხო სიტყვები
გვ. 170  პირდაპირი და ირიბი დამატებების ბრუნვები
გვ. 182  ნეოლოგიზმი
გვ. 183  ნასახელარი ზმნა; სახელდებითი წინადადება
გვ. 197  რთული სიტყვების შემოკლება (აბრევიატურა)
გვ. 198  უბრალო დამატება, მისი გადმოცემა
გვ. 208 ზმნის მართლწერა (შუალობითი კონტაქტის ფორმები)
გვ. 209  განსაზღვრების რაობა; მსაზღვრელ-საზღვრულის ბრუნება; საზღვრულ-მსაზღვრელის ბრუნება
გვ. 222  ნათესაობითში დასმული მსაზღვრელის ბრუნება
გვ. 227 ადგილის გარემოება
გვ. 228  დროის გარემოება
გვ. 233  მიზეზისა და მიზნის გარემოებები
გვ. 240  ვითარების გარემოება
გვ. 248  გაუვრცობელი და გავრცობილი წინადადება; სრული და უსრული წინადადება
გვ. 272  შორისდებული, სასვენი ნისნები მასთან;
გვ. 305-306  მეტყველების სტილი, მისი სახეები

იგივე შეიძლება ითქვას ქვემდებარე-შემასმენლის რიცხვში შეწყობის საკითხებზეც.მეცხრეკლასელების სახელმძღვანელოში ამ საკითხზე მხოლოდ ერთი გვერდი მოგვითხრობს:გვ. 119  შემასმენლის რიცხვი ერთგვარ ქვემდებარეებთან.სამაგიეროდ, მე-8 კლასში აქვთ ნასწავლი შემდეგი საკითხები:1.გვ. 137  ქვემდებარის ბრუნვები;2.გვ. 135.   შემასმენელი მხ. რიცხვში;3.გვ.  98    სიმრავლის არმნიშვნელი სახელებით გადმოცემულ სუბიქტურ პირთან ზმნის რიცხვი; სულიერი საგნის სახელებით გადმოცემულ სუბიექტურ პირთან ზმნის რიცხვი ებ-იან და ნართანიან მრავლობითში;4. გვ.25  კრებითი სახელი და ზმნის რიცხვი.მითითებულ გვერდებზე მწირი მასალაა მოცემული საკითხის ირგვლივ.ხოლო საკითხების თანმიმდევრობა აქაც უსისტემოა:
გვ. 15-16 ცვლილებები ქართულ ანბანში
გვ. 20 ბრუნება ძველ ქართულში
გვ. 25   კითხვის მახვილი ძველ ქართულში
გვ. 30  ზმნისწინები ძველ ქართულში
გვ. 44  რიცხვების გამოხატვა ასოებით
გვ. 68 განკერძოებული განსაზღვრება
გვ. 78  დანართი
გვ. 86 განკერძოებული გარემოება
გვ. 112  განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები
გვ. 113 ჩართული
გვ. 117  ერთგვარ წევრთა კავშირიანი და უკავშირო შეერთება
გვ. 118 სასვენი ნიშნები გამაერთიანებელ სიტყვასთან
გვ. 119  შემასმენლის რიცხვი ერთგვარ ქვემდებარეებთან
გვ. 145  რთული წინადადების შედგენა. მისი სახეები
გვ. 155 ბრჭყალების გამოყენება
გვ. 157  ორწერტილი რთულ წინადადებაში
გვ. 158  წერტილ-მძიმე
გვ. 162  ფრჩხილები
გვ. 170-171  სასვენი ნისნები რთულ წინადადებაში
გვ. 181  ტირე პირდაპირ ნათქვამთან
გვ. 182.  ტირე დიალოგიში
გვ. 288 ავტორისა და პერსონაჟის მეტყველება; პირდაპირი ნათქვამო;
გვ. 242-243 მიზეზისა და მიზნის გარემოებითი დამოკ. წინადადებები;
გვ.257  ადგილის გარემოებითი დამოკ. წინ.
გვ. 258 განსაზღვრებითი დამოკ. წინ.

იმისათვის,რომ კვლევა ეფექტური იყოს ,  სწავლების პროცესში ვიყენებთ:
1. ევრისტიკულ მეთოდს;
2. ვსარგებლობთ კოგნიტური ცხრილებითა და სქემებით,კოგნიტური დიაგრამების საშუალებით, მოსწავლე:
ანაწევრებს მოცემულ ინფორმაციას;
ორგანიზებას უკეთებს ახალ მასალას;
შეიცნობს მთელისა და დეტალების ურთიერთმიმართებას;
ეჩვევა კრიტიკულ აზროვნებას;
სწავლობს დამოუკიდებლად მუშაობას.
სქემებით მუშაობას ვიყენებთ:
როგორც ახალი მასალის გაცნობა-წარმოდგენისას, ასევე მასალის ათვისების შემდეგ, შემაჯამებელი სამუშაოს ჩატარების დროს;
როგორც საკითხის შესწავლისა და დამუშავების, ასევე წერითი სამუშაოს დაწყების დროს;
როგორც საშინაო დავალების, ასევე საკლასო სამუშაოს შესრულების დროს;
როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფური მუშაობის დროს.
3.ისტ.-ის სასწავლო რესურსების გამოყენებამ ძალიან კარგი შედეგები მოგვცა.გრამატიკის სწავლების პროცესი მაინც თავისებურია.რახან პროცესის მიზანი მისი პრაქტიკული გამოყენებაა,გააზრებული და მრავალჯერადი რესურსები და შესაბამისი აქტივობები დაგვჭირდა მიზნის მისაღწევად,რაშიც ისტ.-ის შესაძლებლობები 0პტიმალური და ეფექტურია.


თავი IV - კვლევის დიზაინი
4.1. კვლევის სამიზნე ჯგუფი;
   
1.  კვლევაში ჩავაბით სწავლების მე-2 საფეხურის 6 კლასი:I Xა, IXბ, I Xგ,  ;და VIIIა. VIIIბ. VIIIგ.
სულ მონაწილეობდა  159  მოსწავლე,მათგან - 76 გოგონა  და  44 ვაჟი.
აღნიშნულ კლასებში არ არის განსაკუთრებული საჭიროების მოსწავლე.
2.ამ მოსწავლეთა მშობლები;
3.აღნიშნული კლასების  ქართულის მასწავლებლები(4  პედაგოგი,მითითებული კლასები იყოფა ქართულის სწავლებისას).


4.2.კვლევის მეთოდები :
კვლევის მეთოდად ავირჩიეთ ჩართული დაკვირვება,კერძოდ:
1.ფოკუსირებადი დაკვირვება:ეს მეთოდი გამოვიყენეთ მე-8 და მე-9 კლასებიდან შერჩეული 18 მოსწავლისათვის(ყოველი კლასიდან ავირჩიეთ სიაში მე-7,მე-11 და მე-17 ნომრით წარმოდგენილი მოსწავლე) ,რათა დაგვენახა ესა თუ ის საკითხი ახალი თვალით;  გამოგვეყო ის მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებიც შეიძლება ვერ გავითვალისწინეთ კვლევის დაგეგმვისას,მაგრამ აუცილებელია მათი იდენტიფიცირება კვლევის მიზნის მისაღწევად;
2.  გამოკითხვა – აღნიშნულ მეთოდს მივმართეთ, რათა მშობლებისაგან გაგვეგო ,როგორია მათი შვილების  დამოკიდებულება ქართული ენის გრამატიკის სწავლებასთან დაკავშირებით სახლში მეცადინეობის პროცესში;რამდენად აქვთ ფინანსური შესაძლებლობა,რომ შეუძინონ შვილებს გრამატიკის სახელმძღვანელო;არიან თუ არა მომხრე,რომ ქართული ენის გრამატიკის სწავლება გაიმიჯნოს ცალკე სასწავლო დისციპლინად და ამისთვის გამოიყოს დამატებითი საათი/საათები;
3.ინტერვიუ – აღნიშნულ მეთოდს მივმართეთ, რათა კოლეგებისაგან გაგვერკვია,სახელმძღვანელოს იყენებენ თუ ჩანაწერებს სწვლების პროცესში;მოსწავლეთა რა რაოდენობამ ვერ შეიძინა მათ მიერ მითითებული            სახელმძღვანელო;მსაზღვრელ-საზღვრულისა და ქვემდებარე-შემასმენლის რიცხვში შეწყობის საკითხების  სწავლებასთან დაკავშირებული კვლევის პროცესში თუ დაგვთანხმდებიან ანკეტირებასა და ტესტირებაში ჩავრთოთ მათი მოსწავლეები;მიაჩნიათ თუ არა მიზანშეწონილად გრამატიკის სწავლებისათვის ცალკე საათების გამოყოფა;
4.ანკეტირება(ღია,დახურული და ანონიმური)ამჯერად ჩვენი მიზანი იყო იმის დადგენა,თუ რა გაუიოლებდათ მოსწავლეებს აღნიშნული საკითხების შესწავლას.ვეცადეთ გამოგვერკვია,რა მეთოდოლოგია იქნებოდა ეფექტური,რა გზა მოგვეძებნა სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად.ამ მიზნით შევიმუშავეთ მრავალფეროვანი რესურსი:კოგნიტური სქემები,ცხრილები,წესები და განმარტებები იმ საკითხებისათვის,რომელთა სწავლა-სწავლების პრობლემებსაც ვიკვლევთ(1.მსაზღვრელ-საზღვრულის ტიპები,მათი შეწყობა-შეკავშირების თავისებურებები,მსაზღვრელის,როგორც ეპითეტის,როლი ლიტერატურულ ტექსტებში; 2.ქვემდებარე-შემასმენლის რიცხვში შეწყობის საკითხი და გასულიერებული უსულო არსებითი სახელის ებ-იან მრავლობით რიცხვში დასმისას გაპიროვნების მხატვრული ფუნცქია ლიტერატურულ ტექსტებში.) ელექტრონული,თაბახის ფურცლებზე მოცემული,ფართო ფორმატზე ასახული.ეს მასალა დავაწყვეთ სისტემურად და ლოგიკურად ერთმანეთთან დაკავშირებული საკითხების სახით,ფაქტობრივად,შევქმენით პატარა სახელმძღვანელო,რომელიც ამოვბეჭდეთ და დავურიგეთ მოსწავლეებს.ამის შემდეგ ჩავატარეთ ანკეტირება,რომლის მიზანი იყო გაგვეგო,თუ რა მოეწონათ და რამ გაუიოლათ სწავლის პროცესი,გაუღვივათ ინტერესი.



4.3. კვლევის ვადები.



აქტივობა იანვარი თებერვალი მარტი აპრილიი მაისი ივნისი
პრობლემის იდენტიფიცირება X
კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება X
ფოკუსჯგუფის შერჩევა X
ფოკუსირებადი დაკვირვება X X
გამოკითხვა X X
ინტერვიუ X X
ანკეტირება X
ინტერვენციის განხორციელება X X X X
ინტერვენციის შედეგების ანალიზი X
პრეზენტაცია სასაკოლო საზოგადოებასთან, კვლევის შედეგების გაცნობა X



 თავი V - კვლევის შედეგები
5.1.  მონაცემთა ანალიზი

ა)ფოკუსირებული დაკვირვება

         წინასწარ შევარჩიეთ მოსწავლეები ფოკუსჯგუფისათვის.ჩვენი მიზანი იყო პრობლემის  დაზვერვის ეტაპის ეფექტური შესწავლა.ამისთვის შერჩეული თემების ირგვლივ გავმართეთ საუბარი მოსწავლეებთან,კოლეგებთან,მშობლებთან,რათა დაგვენახა ესა თუ ის საკითხი ახალი თვალით;  გამოგვეყო ის მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებიც შეიძლება არ გამოვლენილიყო ფორმალიზებული ინტერვიუს დროს;
5.1.მოსწავლეთა ფოკუსჯგუფი მსაზღვრელ-საზღვრფულის პრობლემების სწავლებასთან დაკავშირებით:
   9 მოსწავლე ჩავრთეთ მე-8 კლასებიდან.კოლეგებთან შეთანხმებით 3-ვე პარალელური კლასიდან ავარჩიეთ მოსწავლეები სიაში ნომრის მიხედვით,მაგ:სიაში ყოველი კლასის მე-7,მე-11 და მე-17 მოსწავლე და მათთან ერთად ვისაუბრეთ მსაზღვრელ-საზღვრულის ტიპების,მათი შეწყობა-შეკავშირების თავისებურებების,მსაზღვრელის,როგორც ეპითეტის, როლის შესახებ ლიტერატურულ ტექსტებში;
       გვინდოდა გაგვერკვია,რა იცოდნენ მოსწავლეებმა აღნიშნულთან დაკავშირებით:
არჩევდნენ თუ არა მსაზღვრელისა და საზღვრულის ტიპებს მორფოლოგიური თვალსაზრისით;
სინტაქსური თვალსაზრისით;
შეეძლოთ თუ არა ბრუნვასა და რიცხვში მათი სწორად შეთანხმება;
იცავდნენ თუ არა მსაზღვრელ-საზღვრულთან დაკავშირებულ მართლწერის საკითხებს;
არჩევდნენ თუ არა ერთმანეთისაგან ლოგიკურ და ემოციურ მსაზღვრელს;
თუ შეეძლოთ ლიტერატურულ ტექსტში ეპითეტად გამოყენებული მსაზღვრელის მოძებნა და მისი მეშვეობით კონტექსტის ემოციური შინაარსის დადგენა;
დამოუკიდებლად  შეეძლოთ თუ არა პრაქტიკულად ,ანუ ლიტერატურულ ტექსტში ,შემდეგი ტიპის მსაზღვრელ-საზღვრულის მოძებნა:
ა)შეთანხმებულისა;
ბ)მართულისა;
გ)პრეპოზიციურისა;
დ)პოსტოზიციურისა;
ე)გათიშულისა.
შეეძლოთ თუ  არა ტიპური მაგალითების შედგენა;
გამოგვერკვია,რა იყო მათთვის სირთულე ამ საკითხების სწვლა-სწავლებისას;
დაგვედგინა,რა გაუადვილებდათ სწავლის პროცესს,რათა გასაუმჯობესებლად რელევანტური აქტივობები დაგვეგეგმა;

  ამ პროცესის წარმართვისას, მოსწავლეებთან საუბრის გარდა , მათ რამდენიმე სახის დავალებაც მივეცით,რაზეც წინასწარ შევუთანხმდით.ეს იყო მხატვრული ტექსტი,შესაბამისი კითხვებით,რომლებზეც ჩვენი თანდასწრებით იმუშავეს:
1. დავურიგეთ ლადო ასათიანის ,,ბარდნალა“ და ვთხოვეთ მასში გაეხაზათ მსაზღვრელ-საზღვრული;
2. ამავე ტექსტში მოეძებნათ ნათესაობით ბრუნვაში დასმული მსაზღვრელ-საზღვრულის ტიპი;ეთქვათ,რა თავისებურებას ავლენს ასეთი მსაზღვრელი შებრუნებული წყობისას,რომელ ბრუნვებში ვერ იწარმოებს ფორმებს.
3. დაედგინათ მსაზღვრელის:ფუძე,მორფოლოგიური ტიპოლოგია,განესზღვრათ მისი ბრუნვა და რიცხვი;ემსჯელათ ბრუნების თავისებურებებზე;
4. აღენიშნათ,გვხვდება თუ არა ყველა ტიპის მსაზღვრელ-საზღვრული ამ ლექსში;ყურადღება გავამახვილეთ წოდება-პროფესიისა და გათიშული ატრიბუტული მსაზღვრელის ბრუნებაზე;
5. ემსჯელათ მსაზღვრელ-საზღვრულის სინტაქსური ურთიერთობის სახეებზე მოცემული ლექსის მაგალითების მიხედვით.
შედეგი:


მე-8 კლასის მოსწავლეებთან ჩატარებული ფოკუსჯგუფის შედეგმა ჩვენი ვარაუდი გაამართლა:
1. სწორად მოძებნა და გახაზა ,,ბარდნალაში“ მსაზღვრელ-საზღვრული--  44.4%
2. ნათესაობით ბრუნვაში დასმული მსაზღვრელ-საზღვრულის მაგალითი ლიტერატურულ ტექსტში  მოძებნა--100%
3.ნათესაობით ბრუნვაში დასმული მსაზღვრელ-საზღვრულის შებრუნებული წყობით ბრუნების თავისებურება იცოდა--0%
4.,,ვარდებიანი ბარდნარი“ — მასში ამოიცნო მსაზღვრელის მორფოლოგიური ტიპი ამოიცნო-- 88,9%
5. ამოიცნო მსაზღვრელის ფუძის დაბოლოება;100%
6. ამოიცნო მსაზღვრელის ბრუნვა;100%
7.მიუთითა, რა თავისებურებებს ავლენს  ,,ვარდებიანი ბარდნარი“ბრუნების თავისებურება მიუთითა --0%
8,,ლაგამის მკვნეტავი“--ამ წყვილის სინტაქსური ურთიერთობის სახე(მართვა) სწორად ამოიცნო--55,5%
9.,,სოფელი ლარჩვალი“-- ამ წყვილის სინტაქსური ურთიერთობის სახე(შეთანხმება) სწორად ამოიცნო--66,8%
6.პოსტოზიციური მსაზღვრელის მაგალითი მოიყვანა ,,ბარდნალადან“-- 22,2%




2.მოსწავლეთა ფოკუსჯგუფი ქვემდებარე-შემასმენლის რიცხვში შეწყობის პრობლემებთან დაკავშირებით:

9 მოსწავლე ჩავრთეთ მე-9 კლასებიდან.კოლეგებთან შეთანხმებით 3-ვე პარალელური კლასიდან ავარჩიეთ მოსწავლეები სიაში ნომრის მიხედვით,მაგ:სიაში ყოველი კლასის მე-5,მე-11 და 21-ე  მოსწავლე და მათთან ერთად ვისაუბრეთ    ქვემდებარე-შემასმენლის რიცხვში შეწყობის საკითხზე და გასულიერებული უსულო არსებითი სახელის ებ-იან მრავლობით რიცხვში დასმისას გაპიროვნების მხატვრული ფუნცქიის შესახებ ლიტერატურულ ტექსტებში.ჩვენ მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ მოსწავლეს სცოდნოდა ქვემდებარე-შემასმენლის რიცხვში შეწყობის საკითხებიდან ის მასალა მაინც,რომელიც მას აუცილებლად სჭირდება მართლწერისა და მართლმეტყველებისათვის,ამიტომ მოსწავლეთა ფოკუსჯგუფთან შემდეგი საკითხები გამოვკვეთეთ:
 2.1.იციან თუ არაქვემდებარედ გამოყენებული სიტყვების მორფოლოგიური კლასიფიკაცია,მათი დეფინიცია თუ შეუძლიათ არა მხოლოდ განმარტების დონეზე,არამედ პრაქტიკულად,ტექსტებში;
2.2. იციან თუ არა სახელებში (ბრუნებად სიტყვებში) მრავლობითის წარმოების თავისებურებები; მრავლობითის უქონელი სახელები ( კრებითი, აბსტრაქტული, საკუთარი, ნივთიერებათა, მოქმედების არსებითი სახელები; ზოგიერთი სახის ნაცვალსახელი; რიცხვითი სახელი)
2.3.ქვემდებარედ გამოყენებული მეტყველების ნაწილების კლასიფიკაციისას თუ ასხვავებენ ერთმანეთისაგან იმ თავისებურებებს,რომლებსაც ისინი ამჟღავნებენ შემასმენელთან რიცხვში შეწყობისას;
2.4.სულიერი და უსულო არსებითი სახელით გამოხატული ქვემდებარის შემასმენელთან რიცხვში შეწყობისას თუ ითვალისწინებენ შემასმენელთან რიცხვში შეწყობის თავისებურებას;
2.5.  იციან თუ არა ზმნის, როგორც შემასმენლის მთავარი გამომხატველის, თავისებურებები, კერძოდ, გვარის კატეგორიასთან დაკავშირებული საკითხები (რეალური და გრამატიკული სუბიექტის განსხვავება); ინვერსიის ცნება; ეგრეთ წოდებული  გრძნობა-აღქმის ზმნების  სპეციფიკური ბუნება; ირიბი ობიექტის მრავლობითობის გამოხატვის  პირობები.
2.6. ესმით თუ არა მოქმედებითი გვარის ზმნით გადმოცემული შემასმენლის სინტაქსური ძალა, რომელსაც ავლენს უსულო არსებითი სახელით გადმოცემულ ქვემდებარესთან; ებ-იანი მრავლობითის სინტაქსური ძალის გაძლიერება და ის გარდამავალი ეტაპი, რომელიც ამჟამად არის შექმნილი ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით.
2.7.რამდენად იციან,რომ ებ-იან მრავლობითში დასმული არსებითი სახელით გადმოცემული ქვემდებარე გასულიერების შემთხვევაში შემასმენელს რიცხვში  განსხვავებულად ეთანხმება;
2.8.ნართან-იან მრავლობითში დასმული ქვემდებარის შემასმენელთან შეწყობის შესახებ რა იციან;
2.9.რამდენად შეუძლიათ უსულო ქვემდებარის გასულიერების საკითხის დაკავშირება მხატვრულ - გამომსახველობით ხერხ გაპიროვნებასთან და ლიტერატურულ ნაწარმოებებში შესაბამისი მაგალითების მოძებნა,ავტორის ემოციისა და ტექსის მიზანდასახულობის შეცნობა.
  ამ პროცესის წარმართვისას, მოსწავლეებთან საუბრის გარდა , მათ რამდენიმე სახის დავალებაც მივეცით,რაზეც წინასწარ შევუთანხმდით.ეს იყო მხატვრული ტექსტი,შესაბამისი კითხვებით,რომლებზეც ჩვენი თანდასწრებით იმუშავეს:მოსწავლეებს შევთავაზეთ პატარა ამონარიდი გიორგი ლეონიძის მოთხრობიდან ,,მარიტა“ და მივეცით შესაბამისი ტესტი და ინსტრუქცია.

შედეგი:


მე-9 კლასის მოსწავლეებთან ჩატარებული ფოკუსჯგუფის შედეგმა ჩვენი ვარაუდი გაამართლა:

1. სწორად მოძებნა და გახაზა მიცემულ ტექსტში მრ. რიცხვში დასმული სულიერი საგნის სახელით გადმოცემული ქვემდებარისა და შემასმენლის ნიმუში-- 100%
2. მრავლობითში დასმული უსულო არსებითი სახელით გადმოცემულ ქვემდებარესთან შემასმენლის მრავლობითში შეთანხმების ნიმუში სწორად მოძებნა-- 88,9%
3. ამგვარი თავისებურების მიზეზი სწორად განმარტა--44,4%
4. მრავლობითში დასმული უსულო არსებითი სახელით გადმოცემულ ქვემდებარესთან შემასმენლის მხოლობითში ,,შეთანხმების“ ნიმუში სწორად მოძებნა--77,7%
5. ამგვარი თავისებურების მიზეზი სწორად განმარტა--33,3%
6. გასულიერებული უსულო არსებითი სახელით გადმოცემულ ქვემდებარესთან შემასმენლის რიცხვში შეთანხმების მაგალითი სწორად მოძებნა -66,7%
7. სწორად განსაზღვრა, რომ ,,ნაფლეთები დახეტიალობდნენ“ არის მართვისა და შეთანხმების ნიმუში--55,6%
8. ,,წვეთები ცვიოდა“ მიიჩნია შეთანხმების ნიმუშად ჩათვალა--44,4%
9. იგივე წყვილი მართვის ნიმუშად ჩათვალა--55,6%



ბ)მშობლების  გამოკითხვა

ჩვენი მ იზანი იყო დაგვედგინა:
სწავლობენ თუ არა მათი შვილები სახლში გრამატიკის საკითხებს;
რა რესურსს იყენებენ სწავლის პროცესში:
ა)მასწავლებლის მითითებულ სახელმძღვანელოს,რომელიც საკუთარი სახსრებით შეიძინეს;
ბ)ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოს,რომელიც  სკოლამ გადასცა;
გ)კონსპექტ-ჩანაწერებს,რომლებსაც მასწავლებლები აწერინებენ მათს შვილებს;
მიაჩნიათ თუ არა მიზანშეწონილად გრამატიკის სწავლებისათვის ცალკე საათების გამოყოფა;
აქვთ თუ არა გრამატიკის სახელმძღვანელოს შეძენის ფინანსური შესაძლებლობა.

გამოიკითხა  18 მშობელი.ჩვენ წერილობით  მივმართეთ მათ გამოკითხვაში მონაწილებაზე და დასტურიც წერილობით მივიღეთ.
ამის შემდეგ გავუგზავნეთ ამგვარი კითხვარი:
შედეგი ასეთი იყო:
შინ სწავლობს და ამზადებს გრამატიკის საკითხებს მათი შვილების 55,6%
აღნიშნულ საკითხებზე არ მუშაობს შინ მათი შვილების --44,4%
სახელმძღვანელოც შეიძინა და მასწავლებლების ჩანაწერებსაც იყენებს--61,1%
სახელმძღვანელო ვერ შეიძინა-- 38,9 %
სკოლაში ცალკე საათების დაეთმობა ქართული ენის გრამატიკის სწავლებისათვის სურს--44,4%
იმის გამო ,რომ მათი შვილების საგაკვთილო განრიგი გადატვირთულია,ამ აზრს არ ემხრობა--55,6%
ფინანსური პრობლემების გამო უჭირს გრამატიკის სახელმძღვანელოს შეძენა--66,7%
არ უჭირს გრამატიკის სახელმძღვანელოს შეძენა--33,3%
გ)ინტერვიუ

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებთან(რომლებიც ჩვენს სკოლაში მუშაობენ მე-8  და მე-9 კლასებში.ასეთი არის 8 პედაგოგი.ჩვენს სკოლაში ქართულის გაკვეთილების ჩატარებისას კლასები იყოფა.)  ინტერვიუსას ვისაუბრეთ და გავარკვიეთ შემდეგი საკითხები:
1.სახელმძღვანელოს იყენებენ თუ ჩანაწერებს სწვლების პროცესში;
  2.მოსწავლეთა რა რაოდენობამ ვერ შეიძინა მათ მიერ მითითებული            სახელმძღვანელო;
3.მსაზღვრელ-საზღვრულისა და ქვემდებარე-შემასმენლის რიცხვში შეწყობის საკითხების  სწავლებასთან დაკავშირებული კვლევის პროცესში თუ დაგვთანხმდებიან ანკეტირებაში ჩავრთოთ მათი მოსწავლეები;
4.მიაჩნიათ თუ არა მიზანშეწონილად გრამატიკის სწავლებისათვის ცალკე საათების გამოყოფა;

მასწავლებლებთან ინტერვიუს შემდეგ დადგინდა;
1.სწავლების პროცესში იყენებენ მათთვის სასურველ გრამატიკის სახელმძღვანელოს--56,7%
2.მაგრამ მათ გამო,ვინც სახელმძღვანელო უსახსრობის გამო ვერ შეიძინეს,ჩანაწერებსაც ქმნიან გაკვეთილზე--62,7%
2.მათ მიერ მითითებული სახელმძღვანელო ვერ შეიძინა --      30-40%
3.დაგვთანხმდა ტესტირებისა და ანკეტირების პროცესებში თავიანთი მოსწავლეების ჩართვაზე--100%
4.სურს ცალკე საათების გამოყოფა  გრამატიკის სწავლებისათვის---100%

დ)ანკეტირება
   მიღებული შედეგების გაანალიზების შემდეგ გადავწყვიტეთ ანკეტირებისათვის მიგვემართა.ამჯერად ჩვენი მიზანი იყო იმის დადგენა,თუ რა გაუიოლებდათ მოსწავლეებს აღნიშნული საკითხების შესწავლას.ვეცადეთ გამოგვერკვია,რა მეთოდოლოგია იქნებოდა ეფექტური,რა გზა მოგვეძებნა სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად.ამის გასარკვევად შევთავაზეთ რამდენიმე ტიპის სასწავლო რესურსი:კოგნიტური სქემები,ცხრილები,თვისობრივი კლასიფიკაციის მონაცემები,წესები,განმარტებები,ჩვეულებრივი სავარჯიშოები.ამჯერად ჩვენი მიზანი იყო ფოკუსჯგუფთან გამოვლენილი პრობლემების დაძლევის გზების მოძებნა და ეფექტური საშუალებების გამოყენება გრამატიკული საკითხების სწავლების გასაუმჯობესებლად.3-ვე მე-8 და 3-ვე მე-9 კლასში შევიტანეთ აღნიშნული მასალა წინასწარ შეთანხმებულ დროს და თავად მოსწავლეების,მასწავლებლებისა და მშობლების თანხმობით.აღნიშნული აქტივობების განხორციელებისა და მონაცემების გააანალიზების შემდეგ  ჩავატარეთ ანკეტირება:

1.მიჭირს თეორიული მასალის ათვისება მხოლოდ წესებისა და განმარტებების მეშვეობით:
ა)არასოდეს     ბ) იშვიათად       გ)ხშირად         დ) ყოველთვის
2.პრაქტიკულ სავარჯიშოებზე მუშაობისას მიძნელდება სწრი პასუხის მოძებნა:
ა)არასოდეს     ბ) იშვიათად       გ)ხშირად         დ) ყოველთვის
3.კოგნიტური ცხრილების შედგენაში მონაწილეობა მიიოლებს საკითხის გააზრებას:
ა)არასოდეს     ბ) იშვიათად       გ)ხშირად         დ) ყოველთვის
4.მიჭირს მასწავლებლის მიერ მოცემულ კოგნიტურ ცხრილში გარკვევა და ორიენტირება:
ა)არასოდეს     ბ) იშვიათად       გ)ხშირად         დ) ყოველთვის
5.გრამატიკული კატეგორიების კლასიფიკაციისას ხელს მიშლის მორფოლოგიური საკითხების არცოდნა;
ა)არასოდეს     ბ) იშვიათად       გ)ხშირად         დ) ყოველთვის
6.საკითხის სათანადოდ შესწავლაში ხელს მიშლის სინტაქსური ურთიერთობის საკითხების არცოდნა:
ა)არასოდეს     ბ) იშვიათად       გ)ხშირად         დ) ყოველთვის
7.მიჭირს კოგნიტური სქემის აღქმა:
ა)არასოდეს     ბ) იშვიათად       გ)ხშირად         დ) ყოველთვის
8.ვერ ვახერხებ ლიტერატურულ ტექსტში გრამატიკაში ნასწავლი მასალის იდენტიფიკაციას:
ა)არასოდეს     ბ) იშვიათად       გ)ხშირად         დ) ყოველთვის
9.შემიძლია ამოვიცნო მსაზღვრელის ემოციური ფუნქცია და მივხვდე ავტორის იდეურ გამიზნულობას მსაზღვრელის ეპითეტად გამოყენებისას:
ა)არასოდეს     ბ) იშვიათად       გ)ხშირად         დ) ყოველთვის
10.შემიძლია ამოვიცნო გაპიროვნებისას გასულიერებული ქვემდებარის ემოციური მიზანდასახულობა ლიტერატურულ ტექსტში.
ა)არასოდეს     ბ) იშვიათად       გ)ხშირად         დ) ყოველთვის
ანკეტირება
ანკეტირების შედეგები ასე გადანაწილდა:
1. მასალის ათვისება მხოლოდ წესებისა და განმარტებების მეშვეობით:45%;
2. სავარჯიშოებზე მუშაობისას უძნელდება სწორი პასუხის მოძებნა:65%;
3. კოგნიტური ცხრილების შედგენაში მონაწილეობა უიოლებს საკითხის გააზრებას:82%;
4. უჭირს მასწავლებლის მიერ მოცემულ კოგნიტურ ცხრილში გარკვევა და ორიენტირება:35%-ს;
5. გრამატიკული კატეგორიების კლასიფიკაციისას ხელს უშლის მორფოლოგიური საკითხების არცოდნა:40%-ს;
6. საკითხის სათანადოდ შესწავლაში ხელს უშლის სინტაქსური ურთიერთობის საკითხების არცოდნა:75%-ს;
7. უჭირს კოგნიტური სქემის აღქმა:36%-ს;
8. ვერ ახერხებს ლიტერატურულ ტექსტში გრამატიკაში ნასწავლი მასალის იდენტიფიკაციას:58%;
9. შეუძლია ამოიცნოს მსაზღვრელის ემოციური ფუნქცია და მიხვდეს ავტორის იდეურ გამიზნულობას მსაზღვრელის ეპითეტად გამოყენებისას:15%;
10. შეუძლია ამოიცნოს გაპიროვნებისას გასულიერებული ქვემდებარის ემოციური მიზანდასახულობა ლიტერატურულ ტექსტში:22%-ს.
ანკეტირების შედეგები ასე გადანაწილდა:
11. ა) 8   (44,5 %) ;    ბ) 2  (11,1 %);    გ) 4  (22,2 %);      დ) 4  (22,2 %).

12. ა) 3  (16,7 %);      ბ) 5  (27,8 %);     გ) 2  (11,1 %);      დ) 8 (44,5 %).

13. ა) 2  (11,1 %);      ბ) 2  (11,1 %);     გ) 3  (16,7 %);      დ) 11 (61,1 %).

14. ა) 3  (16,7 %);      ბ) 3  (16,7 %);     გ) 4   (22,2 %);     დ) 8  (44,5 %).

15. ა) 6 (33,3 %);       ბ) 4 (22,2 %);      გ) 2  (11,1 %);       დ) 6 (33,3 %).

16. ა) 2  (11,1 %);       ბ) 1 (5,5 %);      გ) 3 (16,7 %);       დ) 12  (66,7 %).

17. ა) 4 (22,2 %);        ბ) 3  (16,7 %);     გ) 3 (16,7 %);        დ) 8   (44,5 %)

18. ა) 3 (16,7 %);       ბ) 2 (11,1 %);      გ) 3  (16,7 %);        დ) 10  (55,5 %).

19. ა) 5 (27,8 %);       ბ) 6 (33,3 %);      გ) 4  (22,2 %);         დ) 3  (16,7 %)

20. ა) 4  (22,2 %);      ბ) 5  (27,8  %);     გ) 5  (27,8 %);         დ) 4  (22,2 %).




9.2. კვლევის მიგნებები:
1.ქართული ენის გრამატიკის სწავლება ჩვენს სკოლებში მასწავლებლის პირად ინიციატივასა და სინდისზეა დამოკიდებული;
2.თუ ყველა სხვა საგნის სწავლებისათვის სახელმწიფო უფასო სახელმძღვანელოს ურიგებს მოსწავლეებს,მშობლიური ენის გრამატიკის სახელმძღვანელოსათვის ოჯახმა თავად უნდა გაიღოს თანხა;
3.ქართულის მასწავლებელი იძულებულია თავად იზრუნოს სისტემურად აწყობილი გრამატიკული კატეგორიების სწავლების ეფექტურობისათვის,რის გამოც ზოგჯერ სჭირდება მოსწავლეებისათვის კარნახი საკითხების ჩასაწერად,რაც დროს ართმევს და ეფექტურ სწავლებას უშლის ხელს;
4.ჩვენს სკოლაში მოქმედი ქართული ენისა და ლიტერატურის გრიფირებული სახელმძღვანელო(ნ. მაღლაკელიძე, თ.ცხადაია, დ.კვანჭიანი, ნ.ღონღაძე,თ. ღონღაძე, ქართული ენა და ლიტერატურა 11,თბ.,გამომცემლობა,,მერიდიანი“, 2012;)   ,მართალია, ითვალისწინებს გრამატიკული საკითხების სწავლებას,მაგრამ მე-8 და მე-9 კლასების სახელმძღვანელოების შემოწმებისას დავადგინეთ,რომ უსისტემოდ არის საკითხები მოცემული,რაც მოსწავლეს ხელს უშლის სწავლაში,რადგან გრამატიკული კატეგორიების შესწავლა ერთგვარი ლოგიკური ჯაჭვითაა ერთმანეთთან დაკავშირებული და ქაოსური წყობა ამ ლოგიკას არღვევს,შემეცნების პროცესს აბრკოლებს.ეს კარგად გამოჩნდა პრაქტიკული დავალებების შესრულებისას;
5.მსაზღვრელის ეპითეტად გამოყენებისას მისი ემოციური მიზანდასახულობა და ტექსტის აღქმის შესაძლებლობად გამოყენება,ლოგიკური და ემოციური განსაზღვრების დიფერენცირება ჩვენი მოსწავლეების 85%-ისათვის არ იყო ცნობილი;
6.ამგვარივე ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით გასულიერებული ქვემდებარის როლზე ლიტერატურულ ტექსტში და იმ თავისებურებაზე,რომელსაც ასეთი უსულო არსებითი სახელით გადმოცემული ქვემდებარე ავლენს შემასმენელთან რიცხვში შეწყობისას;აქ მოსწავლეთა 78%-ს არ აქვს მსგავსი უნარ-ჩვევა;
7.მშობელთა 40 % წინააღმდეგია ქართული ენის გრამატიკის ცალკე საგნად სწავლებისა,რადგან მათი შვილების საგაკვეთილო გრაფიკი უფრო გადაიტვირთება,ისინი უფრთხილდებიან თავიანთი შვილების ჯანმრთელობას,ურჩევნიათ უცხო ენებისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლის პროცესი ჰქონდეთ მათს შვილებს მოწესრიგებული,რადგან პერსპექტივას ამ მიმართულებით ხედავენ;
8.ამგვარი პრაგმატული მიდგომა ,,გერის როლში“ამყოფებს სწავლებას ქართული ენისა,რომელსაც ქართველთა განმანათლებელი ილია ჭავჭავაძის ეროვნული საუნჯეების ჩამონათვალში პრინციპულად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს(მამული,ენა,სარწუნოება);
9.მოსწავლეთა 48%-ის(საშუალოდ გამოვთვალეთ, ყველა მონაცემის გათვალისწინებით) გრამატიკული საკითხების ცოდნის დონე სავალალოა,განსაკუთრებით უჭირთ ტრანსფერი,ანუ მართლწერა და ლიტერატურულ ტექსტში შესაბამისი გრამატიკული საკითხების იდენტიფიცირება;
10.გრამატიკის სწავლების პროცესისადმი მოსწავლეთა 80 %-ში დაინტერესება გაიზარდა კოგნიტური ცხრილებისა და სქემების,ისტ-ის  გამოყენების შემდეგ;



9.3. შესაძლო ინტერვენციები:

1.გამოგვეყენებინა სწავლების პროცესში  კოგნიტური სქემები,რომლებშიც ამომწურავად არის წარმოდგენილი 2-ვე საკითხის გრამატიკული თავისებურებები;
2.გვემუშავა  ცხრილებზე,რომლებშიც დეტალურად,თითო სახეობისათვის გამოყოფილად არის ასახული  ძირითადი თავისებურებები, რომლებიც როგორც მსაზღვრელ-საზღვრულის ,ასევე --ქვემდებარე-შემასმენლის რიცხვში შეწყობისას ვლინდება და მათი მეშვეობით წარგვემართა საგაკვეთილო პროცესი;
3.ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლების პროცესი გამოგვეყენებინა მოსწავლეებისათვის პროვოცირების საშუალებად,რათა მათში აღგვეძრა საგნისა და შესასწავლი საკითხებისადმი ინტერესი;
4.გაგვეცნო ქართულის ენისა და ლიტერატურის საატესატატო გამოცდის ნიმუში მოსწავლეებისა და მშობლებისათვის და ისინი დაგვერწმუნებინა გრამატიკის სწავლების საჭიროებაში, თუნდაც ატესტატის მიღებისათვის აუცილებელ პირობად;
5.შეგვემუშავებინა მრავალჯერადი გამოყენების ელექტრონული რესურსები,რომლებსაც ქართული ენისა და ლიტერატურის კათერდაზე გავაცნობდით კოლეგებს და შესაბამისი ინსტრუქციების შემუშავების შედეგად მომავალში ამ საკითხების შესწალა გაადვილდებოდა და პროდუქტული გახდებოდა;
6.შეგვერჩია გრამატიკის რომელიმე სახელმძღვანელო, რომელშიც ლექსიკის,მორფოლოგიის,სინტაქსისა და სტილის საკითხები ერთადაა მოცემული და ჩვენს სკოლაში აღნიშნული საგნის სწავლება მხოლოდ ამ ერთი სახელმძღვანელოთი წარგვემართა.ამით ერთგვარი შეღავათი ექნებათ ოჯახებს,რადგან ეს ერთი წიგნი გამოადგება მათ რამდენიმე შვილს;
7.ჩაგვეტარებინა ისტ-თან ინტეგრირებული  გაკვეთილები და განგვესაზღვრა,რამდენად სწარად წარიმართა ჩვენი მუშაობა;

5.4.  განხორციელებული ცვლილებები:
1. საკვლევი საკითხების თემაზე შევქმენით განმარტებების,წესების,მორფოლოგიური და სინტაქსური საკითხების ერთობლივი და თანმიმდევრული მინისახელმძღვანელოს ელექტრონული  ვერსიები,რომლებიც დავაქსეროქსეთ და დავურიგეთ მოსწავლეებს,გადავეცით კათედრას;
2.შევქმენით რამდენიმე კოგნიტური სქემა საგაკვეთილო პროცესში,მათ დამზადებაში აქტიურად მიიღეს მონაწილეობა მოსწავლეებმა,შემდეგ შევქმენით მათი ელექტრონული ვერსიები,რომლებიც დავაქსეროქსეთ და დავურიგეთ მოსწავლეებს,გადავეცით კათედრას;
3.შევქმენით ცხრილები,რომელთა მეშვეობით მოსწავლეებს საშუალება მიეცათ მსაზღვრელის მორფოლოგიურ ტიპებსა და საზღვრულთან ბრუნების თავისებურებას  სათითაოდ გაცნობოდნენ,ასევე --ქვემდებარის მორფოლოგიურ ტიპებსა და შემასმენელთან მათი შეწყობის თავისებურებებს;
4.მოსწავლეები ვამუშავეთ საატესტატო გამოცდის ტიპზე,რომელიც ასევე ჩვენ შევქმენით საკვლევი თემის საკითხების გამოყენებით და ე.წ. კატ-ის გამოცდის ნიმუშების გათვალისწინებით;
5.სამწუხაროდ,ვერ შევარჩიეთ სახელმძღვანელო,ამაზე კათედრის სხდომაზეც ვიმსჯელეთ.რამდენიმე ავტორს მივანიჭეთ უპირატესობა:ავთანდილ არაბულს,ნინო შარაშენიძეს.სამწუხაროდ,ერთ წიგნად გამოცემული და მოსაწონი სახელმძღვანელო ვერ მოვიძიეთ.სამაგიეროდ,შევთანხმდით,რომ მორფოლოგიისა და სინტაქსის შესასწავლად ამ ავტორების წიგნებს გამოვიყენებთ.მშობლებს მოუწევთ 2 წიგნის შეძენა,რადგან ,როგორც აღვნიშნეთ,2- მის ავკარგიანობაზე,მივიღეთ გადაწყვეტილება,რომ მხოლოდ ამ სახელმძღვანელოს გამოვიყენებთ გრამატიკის სწავლების პროცესში;ჩვენს კათედრას წლების განმავლობაში აქვს შემოღებული კვირაში ერთი საათი გრამატიკის საკითხების შესასწავლად,გადაწყდა,რომ ამ გაკვეთილებზე გამოვიყენებთ აღნიშნულ სახელმძღვანელოს;
6.შევქმენით რესურსები და აქტივობები მსაზღვრელად გამოყენებული ეპითეტის ემოციური და ესთეტიკური ფასეულობების,ავტორის იდეური მიზანდასახულობის შესაცნობად.გამოვიყენეთ ლადო ასათიანის ლექსები:,,ბარდნალა“და ,,ცხრა ძმა“;აღნიშნული მასალა გამოვიყენეთ ინტეგრირებული გაკვეთილის წარმართვის პროცესში;
7.შევქმენით რესურსები და აქტივობები გასულიერებული ქვემდებარის,ანუ გაპიროვნების,  ემოციური და ესთეტიკური ფასეულობების,ავტორის იდეური მიზანდასახულობის შესაცნობად. გიორგი ლეონიძის ,,მარიტა“ გამოვიყენეთ ინტეგრირებული გაკვეთილის წარმართვის პროცესში;

თავი VI. რეკომენდაციები და ინტერვენციის შეფასება

6.1. რეკომენდაციები:
ჩატარებული კვლევის საფუძველზე შევიმუშავეთ შემდეგი რეკომენდაციები:
1. ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლების ფორმა მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას შეიმეცნოს ქართული ენის მრავალფეროვანი სამყარო, ენობრივი რესურსი დაუკავშიროს ლიტერატურულ ტექსტებს,თვითონ აღმოაჩინოს და გამოიკვლიოს ენობრივი მასალის ემოციური,იდეური და ესთეტიკური ფუნქცია.ამ ტიპის სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია,მაგრამ არ არსებობს მისი განხორციელების შესაძლებლობა შესაბამისი სახელმძღვანელოების არარსებობისა და არსებულ სახელმძღვანელოებში გრამატიკული საკითხების უსისტემოდ განლაგების გამო;
2. მთელი საქართველოს მასშტაბით ქართული ენის სწავლება ქაოსური და არაერთგვაროვანია,იგი მასწავლებლის სურვილზე,ინიციატივასა და სინდისზეა დამოკიდებული,რაც იწვევს რამდენიმე პრობლემას:ა)საერთოდ არ ასწავლიან გრამატიკის საკითხებს;ბ)ასწავლიან გრიფირებული სახელმძღვანელოს მეშვეობით :უსისტემოდ,ხან სინტაქსის საკითხებს სთავაზობენ მოსწავლეებს,ხანაც --მორფოლოგიისას.ამიტომ დარგის სპეციალისტებმა უნდა მოიფიქრონ ქართული ენის გრამატიკის სწავლების ოპტიმალური და ეფექტური ფორმა;
3.ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩვენი რეკომენდაცია ასეთია:ყოველ გრიფირებულ სახელმძღვანელოს ახლდეს ცალკე წიგნი,რომელშიც გრამატიკის საკითხები დალაგებული იქნება სისტემური თანმიმდევრობით და, სწავლების  პროცესი რომ ეფექტურად წარიმართოს,მითითებული იყოს,რეკომენდაციის სახით,მოცემული გრამატიკული საკითხის შესწავლისას რომელი ლიტერატურული ტექსტის ან ტექსტების გამიყენებაა რეკიმენდირებული;
4.ქართული გრამატიკის სწავლების პროცესში არათანაბარ მდგომარეობაში არიან საქართველოს სკოლების მოსწავლეები.ისინი იძულებულნი არიან თავად შეიძინონ გრამატიკის სახელმძღვანელო.ჩვენ ვთვლით,რომ ეს ფაქტი აკნინებს ეროვნულ თვითშეგნებას:რა დაასკვნას მოსწავლემ,როდესაც ყველა სხვა საგნის სახელძღვანელო სახელმწიფომ უფასოდ გადასცა,მშობლიური ენის გრამატიკისა კი--არა;
5.სკოლის სასწავლო გეგმა, პროგრამა და სახელმძღვანელოები უნდა აიგოს იმ საფუძველზე, რომ დაცული იყოს საგნის მეცნიერული ლოგიკა, უზრუნველყოს მოსწავლეთა მიერ ცოდნის სისტემური, თანმიმდევრული შეთვისება. ყოველ ცალკე გაკვეთილზე მიღებული ცოდნა საგნის მეცნიერული სისტემის ორგანულ ნაწილს უნდა წარმოადგენდეს;კვლევისას გრიფირებულ სახელმძღვანელოში ასეთ ფაქტებს წავაწყდით:
გვ.33   ჰ და ს თავსართების ხმარება ზმნაში
;გვ.88 ჰ და ს პრეფიქსები ზმნაში-როგორც ვხედავთ,სახელმძღვანელოში ერთი და იგივე საკითხი 2-ჯერ მეორდება.
3. გვ.48  წინადადების სახეები აგებულების მიხედვით;
4. გვ.ვ64-65  წინადადება რაგვარობის (მოდალობის) მიხედვით; სასვენი ნიშნები მათთან; კითხვით წინადადების სახეები (კითხვითსტყვიანი და არაკითხვითსიტყვიანი)-აქ კი გვერდების თანმიმდევრობა გვიჩვენებს,რომ ჯერ რთული საკითხი ისწავლება(წინადადების აგებულება,შემდეგ--მარტივი--მოდალობა);
მსგავსი პრობლემები აღარ უნდა გვხვდებოდეს სახელმძღვანელოებში;
6.დარგის სპეციალისტებმა უნდა შეიმუშავინ ოპტიმალური მეთოდი აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად;
7.მოსწავლეებში გრამატიკული საკითხებისადმი ინტერესი უნდა გავაძლიეროთ კოგნიტური სქემებისა და ცხრილების გამოყენებით;
8.დამოუკიდებელი აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარის განვითარებას აფერხებს  საგაკვეთილო აქტივობების შაბლონურობა, ტრაფარეტულობა,რაც ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა დღევანდელ სკოლაში. ღარიბი ლექსიკური მარაგი,დამოუკიდებელი  აზროვნების შიში,საკუთარი მოსაზრებებისადმი მძაფრი კრიტიკული დამოკიდებულება მოსწავლეებს ბორკავს.აუცილებელია ინოვაციური მეთოდების დანერგვა;ჩვენი აზრით,განსაკუთრებულად ეფექ ტურია სიმულაციების ტიპის ამოცანების დანერგვა,რომლებსაც უნდა ახლდეს მკაფიო ინსტეუქცია.
9.მოსწავლეთა ცოდნა რომ ამაღლდეს მსაზღვრელ-საზღვრულისა და ქვემდებარე შემასმენლის რიცხვში შეთანხმების თავისებურებების,  ამ საკითხების მართლწერასა და  მართლმეტყველების პროცესში გამოყენებისათვის ეფექტურია კოგნიტური ცხრილების,სქემებისა და ინოვაციური აქტივობების დანერგვა,რაც მოსწავლეს შესაძლებლობას მისცემს თავად გაარკვიოს ლიტერატურულ ტექსტში ეპითეტად გამოყენებული განსაზღვრების ფუნქცია და იმსჯელოს გაპროვნებული უსულო სახელით ჰგადმოცემული ქვემდებარის ემოციურ მიზანდასახულობაზე.
6.2.  ინტერვენციის შეფასება

1.კვლევის დაწყებისას ჩვენი მიზანი იყო  ქართული ენის გრამატიკის სწავლების პრობლემების გამოკვეთა  და იმის დადგენა,როგორია ჩვენს სკოლაში ვითარება ამ მხრივ.შესაბამისად,გვაინტერესებდა მოსწავლეთა ცოდნის დონე და იმ საჭიროებების მიგნება,რომელთა მეშვეობითაც პროცესის გაუმჯობესებას შევძლებდით:
შეცვლის თუ არა არსებულ ვითარებას ცალკე საათების გამოყოფა გრამატიკის სწავლებისათვის;--ამ აზრს იზიარებენ ჩვენი კოლეგები;
გააუმჯობესებს თუ არა სისტემურად აწყობილი და ლოგიკური თანმიმდევრობით დალაგებული გრამატიკის სახელმძღვანელოს სკოლებში დანერგვა სწავლების ხარისხსს?--ამ კითხვაზე პასუხი გაგვცა საკვლევი საკითხების(1.მსაზღვრელ-საზღვრულის ტიპები,მათი შეწყობა-შეკავშირების თავისებურებები,მსაზღვრელის,როგორც ეპითეტის,როლი ლიტერატურულ ტექსტებში;2.ქვემდებარე-შემასმენლის რიცხვში შეწყობის საკითხი და გასულიერებული უსულო არსებითი სახელის ებ-იან მრავლობით რიცხვში დასმისას გაპიროვნების მხატვრული ფუნცქია ლიტერატურულ ტექსტებში)სისტემურად აწყობილი და ლოგიკური თანმიმდევრობით დალაგებული, ჩვენ მიერ შექმნილი, სასწავლო რესურსით სწავლების ეფექტურმა შედეგმა;
რამდენად ეფექტურია ინოვაციური მეთოდების დანერგვა,კერძოდ:ევრისტიკული,სიმულაციური ამოცანები,კოგნიტური ცხრილები და სქემები;ესეც დავადგინეთ კვლევის პროცესში,როცა ამ ტიპის რესურსების შექმნაში მოსწავლეებს თავად მივაღებინეთ მონაწილეობა და შემდეგ ოდნავ  შეცვლილი სახით გამოვიყენეთ გამოკითხვის პროცესში;
რამდენად ეფექტურია ისტ-ის გამოყენება გრამატიკული საკითხების სწავლებისას;--ამაში დაგვარწმუნა ჩატარებულმა ისტ-თან ინტეგრირებულმა გაკვეთილმა;
რამდენად ეფექტურია ენისა და ლიტერატურის საკითხების ინტეგრირებულად სწავლება;--ეს გავარკვიეთ,როცა ლიტერატურული ტექსტის მხატვრული ანალიზის პროცესში ემოციური მსაზღვრელის,ანუ ეპითეტის, როლი გამოვკვეთეთ,ასევე ვაჩვენეთ გასულიერებული ქვემდებარის შემასმენელთან შეთანხმების მაგალითების მიზანდასახულობა გაპიროვნების მაგალითების გააანალიზებისას;
უნდა მოიძებნოს თუ არა განსხვავებული და უფრო ოპტიმალური მეთოდები ენის საწავლებისას;--ეს დაამტკიცა ჩვენმა კვლევამ.ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლება მნიშვნელოვანია,მაგრამ სისტემური გრამატიკის სწავლებას აფერხებს,ამის გამო ახალი და ოპტიმალური გზა უნდა გამოიძებნოს;
ცალ-ცალკე დავადგინეთ მოსწავლეთა,მშობელთა და ჩვენი კოლეგების  ამ საკითხებისადმი დამოკიდებულება.ამისთვის გამოვიყენეთ კვლევის შემდეგი მეთოდები: ფოკუსირებული დაკვირვება, გამოკითხვა,ინტერვიუ,ანკეტირება;მონაცემების შეგროვებისა და პროცენტული გამოანგარიშების შემდეგ შევიმუშავეთ შესაბამისი დასკვნები და საპრევენციო აქტივობები;



თავი VII.    დასკვნა

ჩვენ მიერ განხორციელებული კვლევა აღმოჩნდა ეფექტური.ამ დასკვნისკენ გვიბიძგებს ყველა ის აქტივობა,რომლებიც განვახორციელეთ.გამოვკვეთეთ ქართული ენის არაეფექტური სწავლების პრობლემები,განვიხილეთ ჩვენს სკოლაში მოქმედი სახელმძღვანელოს დადებითი და უარყოფითი მხარე,გამოვარკვიეთ მშობლებისა და მოსწავლეების,ასევე ჩვენი კოლეგების დამოკიდებულება საკითხისადმი,დავამტკიცეთ ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლების ეფექტურობა,მაგრამ დავადგინეთ ,რომ აუცილებელია ოპტიმალური გზის მოძებნა,რადგან სისტემურად აწყობილი ,გრამატიკული საკითხების ლოგიკური თანმიმდევრობით დალაგებული სახელმძღვანელოს ჩართვა არის აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამ საგნის ეფექტური საწავლებისათვის.ასევე მნიშვნელოვანია ინოვაციური მეთოდებვით სწავლება და მოსწავლეთა დაინტერესება კოგნიტური ცხრილებისა და სქემების გამოყენებით.



გამოყენებული ლიტერატურა:

1. დ. ლორთქიფანიძე, დიდაქტიკა, თბ., თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1981

2.ინტერვიუ ავთანდილ არაბულთან, ინტერნეტგაზეთი ,,მასწავლებელი“, 7 ოქტომბერი, 2013;
3.ნ. მაღლაკელიძე, თ.ცხადაია, დ.კვანჭიანი, ნ.ღონღაძე,თ. ღონღაძე, ქართული ენა და ლიტერატურა მე-8 და მე-9 კლასების სახელმძღვანელო,თბ.,გამომცემლობა,,მერიდიანი“, 2012;
4.არნოლდ ჩიქობავა,  ,,ენათმეცნიერების შესავალი’’თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა,თბილისი,1952 წ.გვ.283).
5.ლეო კვაჭაძე,თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი,გამომცემლობა ,,განათლება“,თბილისი,1966 წელი,გვ.გვ.178,179).
6.(ჰუმბოლდტი);
7. ჟან პიაჟე,https://ka.wikipedia.org/
8. გერიგი რ. და ზიმბარდო ფ. (2009). ვიკიპედია.ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ;
9.დიმიტრი უზნაძე,https://ka.wikipedia.org/wiki/;
10.
დანართი:
1.ეთიკური ნორმების დაცვის უზრუნველსაყოფი ფორმა:
ქალბატონ/ბატონ -------------------------------
ვატარებთ კვლევას:ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლების პრობლემა და გაუმჯობესების გზები.გთხოვთ დაგვიდასტუროთ ხელმოწერით, რომ თანახმა ხართ, კვლევისთვის დაგეგმილ აქტივობებში ჩავაბათ თქვენი შვილი
                          პატივისცემით:   ნანა ჩიტორელიძე,
                                               რუსუდან ბუბულაშვილი.
                     
მშობლის ხელმოწერა----------------------

2. ტესტი მე-8 კლასის მოსწავლეთათვის მსაზღვრელ-საზღვრულის სწავლებასთან დაკავშირებით
1.მოძებნეთ და გახაზეთ ,,ბარდნალაში“მსაზღვრელ-საზღვრული;
2.ამოწერეთ ნათესაობით ბრუნვაში დასმული მსაზღვრელ-საზღვრულის მაგალითი ტექსტიდან და მიუთითეთ,რა თავისებურებებს ავლენს იგი შებრუნებული წყობით ბრუნებისას?
3.,,ვარდებიანი ბარდნარი“--დაადგინეთ მოცემულ წყვილში მსაზღვრელის:ფუძე,ბრუნვა,მორფოლოგიური ტიპი,აღნიშნეთ,რა თავისებურებას გვიჩვენებს ასეთი მსაზღვრელი საზღვრულთან ერთად ბრუნებისას?
4.რა სინტაქსური ურთიერთობის სახეა შემდეგ წყვილებში:
ლაგამის მკვნეტავი?
სოფელი ლარჩვალი
5.მოიყვანეთ ,,ბარდბნალადან“პოსტოზიციური მსაზღვრელის მაგალითი.

3. ტესტი მე-9 კლასის მოსწავლეთათვის ქვემდებარე-შემასმენლის რიცხვში შეწყობის საკითხების შესწავლასთან დაკავშირებით:

1.მოძებნეთ და გახაზეთ მრ.რიცხვში დასმული სულიერი საგნის სახელით გადმოცემული ქვემდებარისა და შემასმენლის ნიმუში ;
2.მოძებნეთ მრავლობითში დასმული უსულო საგნის სახელით გადმოცემულ ქვემდებარესთან შემასმენლის  მრავლობითში შეთანხმების ნიმუში; განმარტეთ, რატომ მოხდა ეს შეთანხმება;
3.მოძებნეთ მრავლობითში დასმული უსულო არსებითი სახელით გადმოცემულ ქვემდებარესთან შემასმენლის მხოლობითში ,,შეთანხმების“ ნიმუში. განმარტეთ, რატომ არ/ვერ შეითანხმა ქვემდებარემ შემასმენელი მრავლობით რიცხვში;
     4.მოძებნეთ გასულიერებული უსულო არსებითი სახელით გადმოცემულ     ქვემდებარესთან შემასმენლის რიცხვში შეთანხმების მაგალითი.
  5.სინტაქსური ურთიერთობის რომელი სახეა შემდეგ წყვილებში:
,,ნაფლეთები დახეტიალობდნენ“;  ,,წვეთები ცვიოდა“.
4.მშობლების გამოკითხვა:
   მოგესალმებით!
ვატარებთ პრაქტიკულ კვლევას ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლების პრობლემა და გაუმჯობესების გზები. თქვენი, როგორც მშობლის, მონაწილეობაძალიან მნიშვნელოვანია პროექტ-ის წარმატებისათვის. თქვენგან მიღებული ინფორმაციაანონიმურია. არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.
1.სწავლობენ თუ არა თქვენი შვილები სახლში გრამატიკის საკითხებს;
ა)დიახ;ბ)არა
2.რომელ სახელმძღვანელოს იყენებენ ისინი სწავლის პროცესში:
ა)მასწავლებლის მითითებულ სახელმძღვანელოს,რომელიც საკუთარი სახსრებით შეიძინეს;
ბ)ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოს,რომელიც თქვენს შვილებს სკოლამ გადასცა;
გ)კონსპექტ-ჩანაწერებს,რომლებსაც მასწავლებლები აწერინებენ თქვენს შვილებს;
3.მიაჩნიათ თუ არა მიზანშეწონილად გრამატიკის სწავლებისათვის ცალკე საათების გამოყოფა;
ა)დიახ;ბ)არა
4.გაქვთ თუ არა გრამატიკის სახელმძღვანელოს შეძენის ფინანსური შესაძლებლობა.
ა)დიახ;ბ)არა

6. აქტივობა ეპითეტად გამოყენებული მსაზღვრელის ემოციური ფუნქციის განსაზღვრის მიზნით:წაიკითხეთ ლადო ასათიანის ,,ბარდნალა და იმუშავეთ შემდეგი ინსტრუქციით:

1.ტექსტში შეარჩიეთ  განსაკუთრებულ პოეტური შესიტყვებები,რომლებშიც მსაზღვრელი ასრულებს ეპითეტის როლს;
2.მათგან აირჩიეთ ერთი მსაზღვრელ-საზღვრულის წყვილი,ამიხსენით წერილობით,2-3 წინადადებით,რამ განაპირობა ეს არჩევანი;დამიმტკიცეთ მისი განსაკუთრებულობა;
(ამის შემდეგ დაფაზე დაიწერება მსაზღვრელ-საზღვრულის ის ვერსია,რომელიც მოსწავლეთა უმეტესობამ მიიჩნია საუკეთესო ეპითეტის მაგალითად და შეძლო მისი უპირატესობის დასაბუთება)
4.არჩეულ წყვილში ჯერ ვცვლით პირველ სიტყვას  მეორისთვის შესაფერისი ვარიანტებით20-30 ვარიანტს ვქმნით,ხოლო შემდეგ მეორეს ვცვლით ანალოგიურად;5.ყველა თავის ვერსიას წერს.დაუსრულებლად იქმნება ახალი ვარიანტები.მათგან თითოეულის შესახებ ვმსჯელობთ:რომელი უკეთესია,რა ემოციური აზრი შეიქმნა,რით არის პოეტისეული ვერსია განსხვავებული,გამოვკვეთთ ჩვენ მიერ შექმნილთაგან საუკეთესოებს.მიღებული ფორმების გამოყენებით მოსწავლეებს ვთხოვ შეადგინონ ახალი ტექსტი:ზღაპარი,მინიატურა,ჩანახატი,ესკიზი,ლექსი.მოიფიქრონ სათაური.ამ შემთხვევაში მას აქვს 20-30 წყვილი,რომლებშიც განსაკუთრებული პოეტური შესიტყვებებია,ეპითეტებით,(შეუძლია მეტაფორები და  შედარებებიც ჩართოს).ისინი მათ ერთობლივად შეადგინეს,ეს მათი პროდუქტია.მათ ეს ფრაზები ხალისით შექმნეს,სიტყვები ათამაშეს,საშინაო დავალებასაც ასეთივე ხალისით ასრულებენ და საკმაოდ შთამბეჭდავ ტექსტებს ქმნიან.  მიღებული გამოცდილება თავიდან ეხმარებათ ანალოგიური ფორმების შექმნაში,ხოლო შემდეგ სითამამე ემატებათ და თავადაც აყალიბებენ ემოციურ ფრაზებს,მთავაზობენ სათაურებს,რომელთა მიხედვითაც სურთ წერა.პროცესი ლაღად და ძალდაუტანებლად მიმდინარეობს.ისინი იმდიდრებენ ლექსიკას და იუმჯობესებენ მხატვრულ გემოვნებას.



7. ისტ.-თან ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა მსაზღვრელ-საზღვრულის სწავლების პრობლემებთან დაკავშირებით

გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი,გვარი,პირადი ნომერი:ნანა ჩიტორელიძე----18001041280
საგანი:ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი:VIII
მოსწავლეთა რაოდენობა:17(განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის)
გაკვეთილის თემა:მსაზღვრელ-საზღვრულის ურთიერთობის გრამატიკული ნორმები და მსაზღვრელის,როგორც ეპითეტის, ემოციური ფუნქცია ლიტერატურულ ტექსტში---ინტეგრირებული გაკვეთილი ი.ს.ტ.-ის გამოყენებით
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლემ შეძლოს სინტაქსის უმნიშვნელოვანესი საკითხის,მსაზღვრელ-საზღვრულის ბრუნვაში შეთანხმების,პრაქტიკული ათვისება და ლიტერატურულ ტექსტში მოძებნოს მაგალითები,გაარკვიოს ზოგიერთი მსაზღვრელის ემოციური მიზანდასახულობა და მიღებული უნარ-ჩვევა სხვა ტექსტების დამუშავებისას გამოიყენოს.შეძლოს საგნებისათვის ორიგინალური ეპითეტების მოძებნა და შექმნას ახალი პროდუქტი (ჩანახატი,ესკიზი,მინიატურა,ნოველა),რომლებშიც პრაქტიკულად გამოიყენებს მიღებულ ცოდნას. დაეუფლოს საჭირო ინფორმაციის მოძიების ტექნოლოგიას,სწვლის პროცესში აქტიურად გამოიყენოს Google და სხვა სოციალური ქსელების ინფორმაცია;განივითაროს ჯგუფური მუშაობის უნარი,დახვეწოს დამოუკიდებელი აზროვნება და წერითი კომპეტენცია.გაკვეთილი ჩატარდება ,,მომავლის კლასში“.ყველა მოსწავლე იმუშავებს ინდივიდუალურად თავის კომპიუტერში,გამოიყენებს Microsoft Word-ისა და  powerpoint-ის პროგრამებს.
გაკვეთილის მოსალოდნელი შედეგიე.ს.გ.-სშესაბამისად:
ქართ. VIII. 4.მოსწავლესშეუძლიაზეპირიგამოსვლისმოსამზადებლადსტრატეგიებისარჩევადაგამოყენება;
ქართ. VIII. 6.მოსწავლესშეუძლიაგააანალიზოსტექსტისშესაბამისობაკონკრეტულმიზანსადააუდიტორიასთან;
ქართ. VIII. 7.მოსწავლესშეუძლიანაწარმოებისმნიშვნელოვანიასპექტებისგაანალიზება;
ქართ. VIII. 8.მოსწავლესშეუძლიამხატვრულიხერხებისადაენობრივიმახასიათებლებისცოდნისგამოყენებატექსტებისგასაანალიზებლად;
ქართ. VIII. 12.მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურებისა და ხერხების მართებულად გამოყენება სხვადასხვა სახის ტექსტების შესაქმნელად.
ის ტექნ. VI.4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის:
იყენებს საკომუნიკაციო საშუალებებს იდეების, ინფორმაციის და ციფრული მასალის გასავრცელებლად
იცავს საკომუნიკაციო საშუალებების კორექტულად გამოყენების წესებს (მაგალითად: იცავს ქსელის უსაფრთხოების წესებს, პირადი ხასიათის ინფორმაციის ხელშეუხებლობის ნორმებს, ციფრული რესურსების მისაწვდომობის ნორმებს).
N აქტივობის აღწერა გამოყენებ
ული
მეთოდი კლასის
ორგანიზების
 ფორმა სასწავლო რესურსები დრო
1 მასწავლებელი კლასს აცნობს გაკვეთილის
თემას,მიზანს,შეფასების კრიტერიუმებს
შეამზადებს გაკვეთილისთვის(გამოიწვევს)
აჩვენებს პოვერ პოინტის სლაიდს,რომელზეც
 არის მსაზღვრელ-საზღვრულის
 3-ეტაპიანისამუშაო სქემა:,,ღვინიან შემოდეგს“.
უნდაგანსაზღვრონ,რომელია მსაზღვრელი,
საზღვრული,
რომელი მეტყველების ნაწილითაა გადმოცემული
 თითოეული. უნდა მოიფიქრონ,ლოგიკურია ეს
 განსაზღვრებათუ ემოციური.უნდა დაასაბუთონ
 ვარაუდი. კითხვა-
პასუხი ჯგუფური წინასწარ
მომზადებული სლაიდი
 Powerpoint-ში,
ინდივიდუალური
კომპიუტერები
3-4 წთ.
2 მასწავლებელი 2  მოსწავლეს სთხოვს,მოიძიოს
გუგლ-ში
ინფორმაცია  ფრაგმენტის ავტორის
შესახებ,დააზუსტოს:  ფორმა,,შემოდეგს“ რომელი
 დიალექტის კუთვნილებაა. ინფორმა
ციის
 მოძიება
ინტერნე
ტით წყვილური ინტერნეტი,ინდივიდუალური
კომპიუტერები

2

3 პარალელურად მასწავლებელი
გამოიკითხავს საშინაო დავალებას : მსაზღვრელ
-საზღვრულის ბრუნების თავისებურებები,ტიპები
,მართლწერა.

კითხვა-პასუხი
,მუშაობა
კოგნიტურ
ცხრილებზე ჯგუფური წინასწარ
მომზადებული კოგნიტური
ცხრილები
Powerpoint-ში;
ინდივიდუალური
კომპიუტერები

8 წთ
4 მასწავლებელი სთხოვს
 იმ მოსწავლეებს,რომლებმაც
ინტერნეტით მოიძიეს
შესაბამისი ინფორმაცია,გააცნონ
დანარჩენებს თავიანთი
 კვლევის შედეგი პრეზენტაცია წყვილური ინტერნეტი,ინდივიდუალური
კომპიუტერები
2 წთ
5 მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს,მოძებნონ
ლადო ასათიანის ლექსი ,,ბარდნალა“,ლექსი
დაიყოფა 4 ნაწილად,გამოიყოფა 4 ჯგუფი.დავალება
ერთნაირია:უნდა მოძებნონ მსაზღვრელ-
საზღვრულის ნიმუშები ლექსში და გახაზონ. დაკვირვება,
გააზრება,
კვლევა გუნდური წინასწარ
მომზადებული
Microsoft Word-ისსლაიდი,
ინდივიდუალური
კომპიუტერები
2 წთ.
6. მასწავლებელი კლასს ყოფს  ჯგუფებად:
1.გრამატიკოსები;2.ლიტერატორები;3.შემოქმედთა
 ჯგუფი;
გრამატიკოსები დაადგენენ ლექსში
მოძებნილი მსაზღვრელ-საზღვრულის
 ნიმუშების ტიპებს,ბრუნების თავისებურებებს,
წყობას;
ლიტერატორთა ჯგუფი იკვლევს
გამოყენებული მსაზღვრელების
 ემოციურ მიზანდასახულობას,არკვევს,რომელია მათ შორის ეპითეტი და რა ფუნქციით გამოიყენა იგი ავტორმა.
შემოქმედთა ჯგუფი მუშაობს მასწავლებლის
 მიერ მიცემულ ნახატზე,რომელზე ასახულ
 საგნებს უნდა მიუწერონ
მახასიათებლები,შექმნან თითოეული საგნისთვის
7-8 მსაზღვრელი და მიიღონ  მოულოდნელი,
ემოციური და ხატოვანი შესიტყვებები.
თითოეული ჯგუფი წარმოადგენს თავისი
ნამუშევრის
პრეზენტაციას.
დაკვირვება,
გააზრება,
კვლევა,
გუნდური წინასწარ
მომზადებული
Microsoft Word-ის სლაიდი,
ინდივიდუალური
კომპიუტერები 10 წთ.
7. მასწავლებელი 4 ჯგუფად  დაყოფილ
მოსწავლეებს ავალებს
შემოქმედთა ჯგუფის   მიერ
შეგროვებული ფრაზებით
შექმნანესკიზი,ჩანახატი,
დიალოგი,რომლებშიც გამოყენებულ
მსაზღვრელებს ექნებათ ეპითეტის ფუნქცია.
ჯგუფიდან თითო პრეზენტატორი
წარმოადგენს ნამუშევარს.
ყოველ ჯგუფში იქნება
შემოქმედთა გუნდის ერთი წევრი.მასწავლებელი
მოსწავლეებს სთხოვს
Microsoft Word-ის სლაიდში აკრებილი
ეს წერითი დავალება გაუგზავნონ მითითებულ
ელექრონულ მისამართზე
 გრამატიკული შეცდომების
გასასწორებლად,რომლის შედეგსაც
მომავალ გაკვეთილზე გააცნობს მოსწავლეებს.

წერა,
გააზრება გუნდური Microsoft Word-ის სლაიდი,
ინდივიდუალური
კომპიუტერები 9 წთ
8. საშინაო დავალება:მასწავლებელი
მიუთითებს მოსწავლეებს ლადო ასათიანის
ლექს ,,ცხრა ძმას“,რომელიც უნდა
 მოძებნონ ინტერნეტით და დაამუშაონ
 შემდეგი მითითების მიხედვით:1.მოძებნეთ
და გახაზეთ მსაზღვრელ-საზღვრულები;
2.დაადგინეთ
მსაზღვრელად გამოყენებული
 სიტყვების კლასიფიკაცია,ბრუნების ტიპი,
გაარკვიეთ,რომელი მათგანი გამოიყენა
ავტორმა ლოგიკურ განსაზღვრებად და
რომელს მიანიჭა ეპითეტის ფუნქცია;წერილობით
 იმსჯელეთ  ეპითეტად გამოყენებული
 მსაზღვრელების ემოციურ მიზანდასახულობაზე.
წერითი
დავალება ინდივი-
დუალური Microsoft Word-ის სლაიდი
2 წთ.
9. შეფასება 1 წთ.
8.ელექტრონული სასწავლო რესურსები მსაზღვრელ-საზღვრულის სწავლებასთან დაკავშირებით:

9.ამ ცხრილს წინ უძღვის მუშაობა ამგვარ კოგნიტურ სქემებზე:
1.რა ტიპის სიტყვები შეიძლება გამოვიყენიოთ თანხმოვანფუძიან მსაზღვრელად;


მსაზღვრელის ტიპები პასუხი--დიახ პასუხი---არა
პრფესიის აღმნიშვნელი არს.სახელი
ზმნა
მიმღეობა
ზედსართავი სახელი
ბატონი და ქალბატონი
უცხოური ტიტულის აღმნიშვნელი სიტყვები
ნაცავალსახელები:ყოველი
თითოეული,რამდენი,რომელი
კუთვნილებითი ნაცვალსახელები:ჩემი,შენი,ჩვენი,თქვენი,
მათი,თავიანთი
ნაწილაკი
რიცხვთი სახელი
წოდების აღმნიშვნელი არს.სახ.
პროფესიის აღმნიშვნელი არს.სახ.
თანხმოვანფუძიანი
ხმოვანფუძიანი
ნათესაობით ბრუნვაში დასმული არს.სახ.











10.მსაზღვრელად გამოყენებული რომელი სიტყვები დაირთავენ ბრუნვის ნიშნებს შემდეგნაირად:


ბრუნვები ბრუნვის ნიშნები მსაზღვრელი დაბოლოების მიხედვით მსაზღვრელის ტიპები შენიშვნა
სახელობითი -ი
მოთხრობითი -მა
მიცემითი ფუძის სახითაა
ნათესაობითი -ი
მოქმედებითი -ი
ვითარებითი ფუძის სახითაა
წოდებითი -ო

11.მსაზღვრელად გამოყენებული რომელი სიტყვები დაირთავენ ბრუნვის ნიშნებს შემდეგნაირად:


ბრუნვები ბრუნვის ნიშნები მსაზღვრელი დაბოლოების მიხედვით მსაზღვრელის ტიპები და მაგალითები
სახელობითი -ი
მოთხრობითი -მა
მიცემითი -ს
ნათესაობითი -ი
მოქმედებითი -ი
ვითარებითი -ს
წოდებითი -ო
12.მსაზღვრელად გამოყენებული რომელი სიტყვები დაირთავენ ბრუნვის ნიშნებს შემდეგნაირად:


ბრუნვები ბრუნვის ნიშნები მსაზღვრელი დაბოლოების მიხედვით მსაზღვრელის ტიპები და მაგალითები
სახელობითი -ი
მოთხრობითი -მა
მიცემითი
ნათესაობითი
მოქმედებითი
ვითარებითი
წოდებითი -ო


13.მსაზღვრელად გამოყენებული რომელი სიტყვები დაირთავენ ბრუნვის ნიშნებს შემდეგნაირად:

ბრუნვები ბრუნვის ნიშნები მსაზღვრელი დაბოლოების მიხედვით მსაზღვრელის ტიპები და მაგალითები
სახელობითი -ისა
მოთხრობითი -ისამ
მიცემითი -ისას
ნათესაობითი ვერ იწარმოებს
ფორმას
მოქმედებითი ვერ იწარმოებს
ფორმას
ვითარებითი -ისად
წოდებითი -ისა//ისავ


ეს რესურსები ივსება მოსწავლეების მიერ.პირველი ცხრილი აერთიანებს აქ ცალ-ცალკე წარმოდგენილ მონაცემს.ამ ცხრილს ერთად ვავსებთ გაკვეთილზე,მოსწავლეები თავად მონაწილეობენ პროცესში,რაც ძალიან ეხმარებათ ბრუნების თავისებურების ღრმად გააზრებასა და შესწავლაში.


14.აქტივობა ქვემდებარე-შემასმენლის რიცხვში შეწყობისას გაპიროვნებად გამოყენებული ქვემდებარის თავისებურების შესაცნობად


მასწავლებლის მიერ დაგეგმილი აქტივობები უნდა იყოს მიმართული  ლაღი და თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბებისა და განვითარებისაკენ.ქვემდებარე-შემასმენლის რიცხვში შეწყობისას ერთ-ერთი თავისებურება ისაა,რომ გასულიერებული უსულო ქვემდებარე ებ-იან მრავლობითში დასმისას შემასმენელს შეიწყობს მრავლობით რიცხვში,მაშინ ,როცა ამას ვერ ახერხებს,თუ არ არის გასულიერებული,ანუ გაპიროვნებული.როდესაც გაპიროვნების ემოციურ გამიზნულობაზე ვმუშაობთ,ვირჩევთ ასეთ თანმიმდევრობას:1.ტექსტში შევარჩევთ გაპიროვნების მაგალითებს;2.შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვ,აღნიშნულ მაგალითებში განსაზღვროს,აჩვენებს თუ არა რიცხვში შეწყობის თავისებურებას მონახული მაგალითები; 3.საერთო გადაწყვეტილებით, ვირჩევთ ერთ-ერთს,რომელიც უფრო მეტად უჩვეულოა და ძლიერ ემოციას გამოხატავს;4.არჩეულ წყვილში ვცვლით ქვემდებარის გამომხატველ სტყვას და ახალ ვერსიებს ვქმნით,ხოლო შემდეგშემასმენელს ვცვლით ანალოგიურად;5.ყველა თავის ვერსიას წერს.დაუსრულებლად იქმნება ახალი ვარიანტები.მათგან თითოეულის შესახებ ვმსჯელობთ:რომელი უკეთესია,რა ემოციური აზრი შეიქმნა,რით არის პოეტისეული ვერსია განსხვავებული,გამოვკვეთთ ჩვენ მიერ შექმნილთაგან საუკეთესოებს.მიღებული ფორმების გამოყენებით მოსწავლეებს ვთხოვ შეადგინონ ახალი ტექსტი:ზღაპარი,მინიატურა,ჩანახატი,ესკიზი,ლექსი.მოიფიქრონ სათაური.ამ შემთხვევაში მათ აქვთ 20-30 წყვილი,რომლებშიც განსაკუთრებული  შესიტყვებებია.ისინი მათ ერთობლივად შეადგინეს,ეს მათი პროდუქტია.მათ ეს ფრაზები ხალისით შექმნეს,სიტყვები ათამაშეს,საშინაო დავალებასაც ასეთივე ხალისით ასრულებენ და საკმაოდ შთამბეჭდავ ტექსტებს ქმნიან.  მიღებული გამოცდილება თავიდან ეხმარებათ ანალოგიური ფორმების შექმნაში,ხოლო შემდეგ სითამამე ემატებათ და თავადაც აყალიბებენ ემოციურ ფრაზებს,მთავაზობენ სათაურებს,რომელთა მიხედვითაც სურთ წერა.პროცესი ლაღად და ძალდაუტანებლად მიმდინარეობს.ისინი იმდიდრებენ ლექსიკას და იუმჯობესებენ მხატვრულ გემოვნებას.

15.ქვემდებარე-შემასმენლის რიცხვში შეწყობის თავისებურებები:
ქვემდებარედ გამოყენებული
სიტყვების ტიპები ქვემდებარის
რიცხვი შემასმენლის
რიცხვი შესაბამისი მაგალითი შენიშვნა
სულიერი არს.სახელი მხ.რ. მხ.რ.
კრებითი არს.სახ მხ.რ მხ.რ.
უსულო არს.სახ. მრ.რ. მხ.რ.
და-ძმა ტიპის
კომპოზიტით გადმოცემული არს.სახ. მხ.რ. მხ.რ.
მრ.რიცხვში დასმული ნაცვალსახელები:ჩვენ,თქვენ,ისინი,მათ მრ.რ. მრ.რ.
მრავლის აღმნიშვნელი ნაცვალსახელები: ყველა,ყოველი,თითოეული მხ.რ. მხ.რ.
ერთზე მეტი რიცხვითი სახელი:მრავალი,უთვალავი,ასი მხ.რ. მხ.რ.
სულიერი არს.სახელი მრ.რ. მრ.რ.
ნართანიანი სახელი მრ.რ. მრ.რ.





16.რომელი მეტყველების ნაწილები და სიტყვები შეიძლება გამოვიყენოთ ქვემდებარედ?



ქვემდებარედ გამოიყენება დიახ არა შენიშვნა
არს.სახ.
ზედ.სახ.
რიცხ.სახ.
ნაცვალსახელი

კავშირი

წევრ-კავშირი
ნაწილაკი
შორისდებული
ზმნა
საწყისი
მიმღეობა
ზმნიზედა
თანდებული



17.სინტაქსური ურთიერთობის რა ურთიერთობა მყარდება ქვემდებარესა და შემასმენელს შორის
პასუხი ჭეშმარიტია მცდარია შენიშვნა
ქვემდებარე მართავს შემასმენელს რიცხვში
ქვემდებარე მართავს შემასმენელს ბრუნვაში
ქვემდებარე ითანხმებს შემასმენელს ბრუნვაში
ქვემდებარე ითანხმებს შემასმენელს რიცხვში

ქვემდებარე ითანხმებს შემასმენელს რიცხვში და მართავს პირების მიხედვით

შემასმენელი ითანხმებს ქვემდებარეს
ბრუნვაში
შემასმენელი ითანხმებს ქვემდებარეს
რიცხვში
შემასმენელი მართავს ქვემდებარეს
რიცხვში
შემასმენელი მართავს ქვემდებარეს
ბრუნვაში
ქვემდებარე-შემასმენლის შორის არის საურთიერთო მართვა

18.გთავაზობთ ამონარიდებს გიორგი ლეონიძის ,,მარიტადან“.მოძებნეთ მასში ქვემდებარე-შემასმენლის შეკავშირების მაგალითები და შეავსეთ ცხრილი:
ამონარიდები:

1. is feradiyvavilebigamohyvaCemssuls, Cemssityvas.
2. dResacmezmanebianCemialavardnilivardebi.
3. uCumradidgnenCemimSobelicivgomborismTebi, CemimSobelimTebi.
4. qveviTiorilaplapebdaomSiamoRebulixmaliviT.
5. am drosmoyviTalodReebikelaptrebiviTiwvian.
6. ivrisxasxasaWalebinoyivradSrialebdnen.
7. maritassulismSvenierebaaRematebodamisgaregansilamazes.
8. saSinladmecodebodnen ,,meTavTaveqalebi” TubalRebi.
9. maritacisartyelasaviTdadiodasoflisorRobeSi.
10. maritasmSvenebissamzeradsagangebodmodiodnenmezobelisoflebidan.
11. SorshmSvenobdnengrilibaRnarebi, magramsagrilobeli, javrianixeebimaritasTvisarSrialebdnen.
12. wuxandeliwvimisRrublebisnafleTebikidevdaxetialobdnenCvenisofliscaze.
13. CumiwvimiswveTebicremliviTcvioda.
14. TrTodnenqalisangelozurimxrebi.
15. sofelsTavis Tamar dedofalimoukvda…xeebickistirodnen.
16. mkaTaTvisdilidanvesamkalSigaSlildedakacebSiCamdgarimaritagulmodginedkrefdadabneulTavTavs.
17. axladdaqvrivebuliCaCikaCvensasstumradmosuliyvnenTavisidaoblebulipataragogoTi.
18. maritassxivosanisaxiTeldadakruliaraerTiTvalmcecxlibiWebietmasnebodnenmaritas.
19. mezobelibiWebicgadametisiyvarulisaTvisdascinodnenmgrZnobiaregedias.
20. bevrisxvaciyvnenmaritassxivosanisaxiTeldadakruli.
21. sofelmazRvieriscremliTdaitiraTavisimzejavara. kubosTanyvelawyarosaviTiRvrebodanen.
22. irgvlivyovelivedamunjebuliyo. NnamosaxlarzemaritassaxlisnakedlarebickiaRarsadCanda.
23. gulsaxarebdanawvimarzegulismacocxlebeligazafxuliswveTebi.
24. am pataragvritulabiWunamTavisifunCulaTaTebiTsaboloodsamaregauTxaraoriadamianismtrobas.
25. eliozskuboTavisifarRalalasabZlisficrebisganSeukres.
26. gzispiradlal-zurmuxtisfraddatvirTuliuamravixexiliidga.
27. xexilismsxmoiarobiTgaxarebulisawyalibavSvebimiadgebodnenxolmeuxvaddasxmulxes.
28. am mizezisgamoCveniWeramimxolodsevdasiwvevdaCemSi. MmismamsxmoiaretotebmadaCxvlitesCvenibavSvuriuzrunveloba.
29. CvensSaraze midi-modianwarsulisaCrdilebi.
30. isevipentebiannuSis, atmis, vaSlis, msxlisa da tyemlisyvavilebi.
31. ivrismwvaneWaobnari, Wyantobebi, WanWrobebi, liebisawyalmuSebsuxvadasaCuqrebdnencieb-cxelebiT.
32. msxlebs rom pirihqondeT, erTmaneTsdasWamdnen.
33. axlakimTeliivrisbaRnarebiCvenTvismokveTiliaRmoCnda.
34. me marTlacviyideoriodewigni, magram male SemZuldnen is wignebica da maTidamwernic.
35. mismamsxmoiartotebmadaCxvlites, dakbinesCvenibavSvuriuzrunveloba.


ქვემდებარის ტიპი შესაბამისი    მაგალითი იცავს თუ არა ავტორი  გრამატიკულ ნორმას ამოწერეთ
ის ნიმუშები,რომლებშიც მწერლის ენის თავისთავადობა ჩანს
სულიერი არს. სახელით გადმოცემული
ზედ.სახ.-ით გადმოცემული
რიცხ.სახ.-ით გადმოცემული
ნაცვალსახელით გადმოცემული

მიმღეობით გადმოცემული
გაპიროვნებული ქვემდებარე
მრავლობით რიცხვში დასმული